სასამართლო, ორი დღის წინ დაკავებული ნიკო მანაგაძისა და ნიკა კალანდაძის აღმკვეთ ღონისძიებაზე, დღეს იმსჯელებს

საქალაქო სასამართლო

როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ორი დღის წინ დაკავებული ორი ახალგაზრდის მიმართ? - ნიკო მანაგაძისა და ნიკა კალანდაძის საკითხი მოსამართლემ დღეს უნდა გადაწყვიტოს.

ორივე მათგანი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით კოსტავას ქუჩაზე აიყვანეს. მათ პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

გვიან ღამით დაკავებულები დიღმის იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.