ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა

ალეკო ელისაშვილი

პროკურატურამ სასამართლოს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ინფორმაცია "კურიერს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

არსებული ცნობით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს. პროცესი დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

პროკურატურამ იგივე მოთხოვნით მიმართა სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებითაც.