არის ერთი, სტაბილური რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ყოველ დღე გამოხატავენ პროტესტს. რეალურად ოპოზიციის პროტესტის საფუძველი არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუებაა - შალვა პაპუაშვილი აქციის მონაწილეთა მარშებზე

შალვა პაპუაშვილი

მგონი უკვე არასერიოზულად იქცა, ყოველ დღე სხვადასხვა პროფესიის, ასაკის თუ გენდერის მიხედვით ღონისძიებების დაანონსება, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ხალხი არის. ხან ერთი და იგივე ადამიანი, კაცების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან იურისტების მარშით იღებს მონაწილეობას, ხან დილით ადრე ამდგომების მარშით იღებს მონაწილეობას და ა.შ. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ვხედავთ, რომ არის ერთი, სტაბილური რაოდენობა ადამიანებისა, რამდენიმე ასეული, რომელიც ყოველ დღე გამოხატავს პროტესტს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აქციის მონაწილეთა მარშებს.

მისი თქმით, მსგავსი მსვლელობები არასერიოზულ სახეს ატარებს, რადგან მასში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი აქციების დასაწყისშივე ამბობდა, რომ როგორც კი ჩაცხრება ემოციები დასტაბილურება სიტუაცია. ის მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, კარგად დაფიქრდნენ რა არის მათი რეალური პროტესტის საფუძველი.

„ჩვენ სულ ამას ვამბობდით, რომ როგორც კი ემოციები დაცხრება და მოუწევთ [ოპოზიციას] იმის თქმა თუ რეალურად რა უნდათ მათ შორის რამდენიმე ასეულ ადამიანს. რეალურად ხომ მათი პროტესტის საფუძველი არის არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუება და ეს არის მთავარი რაც უნდა გააცნობიეროს ყველამ ვინც ამ აქციების ორგანიზატორი ან მონაწილე არის. დაფიქრდნენ რა არის მათი პროტესტის საფუძველი.

ოპოზიციამ და მათმა უცხოელმა მფარველებმა, შეძლეს ის რომ მათ მხარდამჭერებს დააჯერეს, რომ მათ აქვთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. დადგა 26 ოქტომბერი, გვაქსოვს მათი ყიჟინა, დასრულდა არჩევნების დღე და ყველამ ჩახედა მწარე რეალობას თვალებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.