„საკვებისთვის სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა... სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან“ - სერიული მკვლელი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

ეილინ უორნოსი

1989-90 წლებში ეილინ უორნოსმა 7 ადამიანი იარაღით მოკლა. ის სექს-მუშაკი იყო და როგორც შემდეგ ამბობდა, ყველა მკვლელობისას გაუპატიურებისაგან იცავდა თავს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც 2002 წელს აღსრულდა.

ამერიკელი პირველი სერიული მკვლელი ქალის ისტორიაზეა გადაღებული ფილმი "მონსტრი". უორნოსის როლის განსახიერებისთვის შარლიზ ტერონმა "ოსკარი" მოიპოვა.

ეილინ უორნოსი

ეილინ უორნოსი 1956 წლის 29 თებერვალს ეილინ კეროლ პიტმენის სახელით დაიბადა. ეილინის დედა – დიანა უორნოსი 1954 წლის 3 ივნისს 15 წლის ასაკში გათხოვდა ლეო დეილი პიტმენზე. დაახლოებით, 2 წლის შემდეგ, ეილინის დაბადებამდე, წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ეილინს ჰყავდა უფროსი ძმა, სახელად კითი. მშობელ მამას ეილინი არასოდეს არ შეხვედრია, მეტიც, ლეო პიტმენი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისათვის გაასამართლეს. მიაჩნდათ, რომ იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ხოლო 1969 წელს მან ციხეში თავი მოიკლა.

1960 წლის იანვარს, როდესაც ეილინს, თითქმის, 4 წელი შეუსრულდა, დიანამ შვილები ბებიასა და ბაბუას მიაბარა. 1960 წლის 18 მარტს მათ ეილინი და კითი იშვილეს. 11 წლის ასაკში სიგარეტების, ნარკოტიკებისა და საკვების სანაცვლოდ, სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა. აგრეთვე, სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან. ეილინი ამტკიცებდა, რომ პატარა ასაკში იგი საკუთარმა ბაბუამ გააუპატიურა. ბრალდებების თანახმად, სანამ გააუპატიურებდა, მანამდე ტანსაცმლის გახდას აიძულებდა.

სხეული იჯარით


რამდენიმე წელი გოგონა ქუჩაში ცხოვრობდა. ნარკოტიკებმა, ალკოჰოლმა და სექსმა მოტეხა და გაანადგურა. კლიენტებს გზადაგზა პოულობდა, სანამ ფლორიდაში არ ჩავიდა და მდიდარი ბიზნესმენი არ გაიცნო. 20 წლის ეილინი იახტ-კლუბის პრეზიდენტ ლევის გრატცს შეხვდა, რომელიც ბაბუად ეკუთვნოდა. ისინი დაქორწინდნენ და 11 კვირის შემდეგ განქორწინდნენ. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ეილინი მას სცემდა. განქორწინების შემდეგ უორნოსი ისევ პროსტიტუციას დაუბრუნდა.

1978 წელს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა და ირაღიდან გაისროლა. ტყვია მუცელში მოხვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და გადაარჩინეს.

"პროსტიტუცია ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა იყო, - განაცხადა ეილინმა სასამართლოში. ეკლესია არ დამეხმარა. მსურდა, პოლიციელი გავმხდარიყავი, მაგრამ ატესტატი არ მქონდა. ამიტომაც ვვაჭრობდი საკუთარი სხეულით".

პერიოდულად სამართალდამცველები იჭერდნენ ხან ალკოჰოლის მოხმარებისთვის, ხან ჩეკებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის (დეიდის პირადობით ისარგებლა და სხვა დროსაც იყენებდა სხვა ქალების გვარ-სახელებს), ერთხელ კი მაღაზიის გაქურდვისთვის დააკავეს.


ორი ტყვია შურისძიებისთვის

ერთხელ, ბარში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ტაირა მური გაიცნო. უორნოსმა მამაკაცის როლი იკისრა და დაკავებამდე ზრუნავდა საყვარელ ქალზე. მას კი დიდი მოთხოვნები არ ჰქონდა: ლუდის დალევა, იაფფასიან სასტუმროში ოთახის დაქირავება და მოპარული მანქანით გასეირნება. ამასთანავე, ეილინის საყვარელ ქალს შოპინგიც უყვარდა. ორივე ქალი ფულს ისევ პროსტიტუციით შოულობდა.

ამავე პერიოდში ქალში იმძლავრა აგრესიულობამ და მან სექსუალური მომსახურების პარალელურად რამდენიმე მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. არავინ იცის, ეხმარებოდა თუ არა ეილინს საყვარელი ქალი მკვლელობაში ან მკვლელობის დაფარვაში. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ ეხმარებოდა.

"ექსპერტ-ფსიქიატრების აზრით, ეილინი მამაკაცებს შურისძიების გამო ხოცავდა (7 მამაკაცი ჰყავს მოკლული). როგორც წესი, ორი გასროლით, ხანდახან მეტითაც. უსუფთავებდა ჯიბეებს და მონაპოვარით საყვარელ ქალს ინახავდა".

უორნოსი 1991 წლის 9 იანვარს დააპატიმრეს. სასამართლოზე განაცხადა, რომ იარაღი ხელში იძულებით აიღო, "მამაკაცები ძალადობისა და გარყვნილებისკენ უბიძგებდნენ". მაგრამ მისმა არგუმენტებმა მოსამართლეებზე ზემოქმედება ვერ მოახდინა.

1993 წელს სასამართლოზე ეილინს უმაღლესი სასჯელი გამოუტანეს - სიკვდილით დასჯა. მკვლელობის შვიდიდან 6 ეპიზოდი დაუმტკიცეს (მეშვიდე ცხედარს პოლიციამ ვერ მიაგნო) და 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გადაწყვიტა, ქერათმიან ქალს სიცოცხლე ელექტროსკამზე დაესრულებინა. 1996 წელს უორნოსმა აპელაციაზე უარი მიიღო. 2001 წელს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სასამართლოს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანონ, რადგან "მოსახლეობის გადასახადებიდან მასზეც იხარჯება ფული". 2002 წელს ელექტროსკამზე სიკვდილი "ჰუმანური" ინიექციით შეუცვალეს. უორნოსი გარდაიცვალა, როცა სასიკვდილო დოზა გაუკეთეს.


ექსპერტის საბოლოო დასკვნა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეილინს ფსიქიკა ჰქონდა დარღვეული. უორნოსი ხოცავდა მამაკაცებს, რომლებიც მასთან სექსუალურ კავშირს ძალადობით ცდილობდნენ. მანიაკების ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ყველას ბავშვობაში შევხვდებით მკვლელობას, თვითმკვლელობას, სექსუალურ ძალადობას. ეილინის შემთხვევაში, ბავშვურ ტრავმებს, მშობლების სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე აღზრდაც დაერთო."