ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftamuna.ioseliani.568%2Fposts%2Fpfbid02AtmpqoLDYW6Yx5HWs64qk13eYgb6WFmfnT3NKA1fRW63JnwiQAqJQYCD8unFPsQzl&show_text=true&width=500" width="500" height="606" style="

ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება:

ელექტრონული შესყიდვის აქტები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა  ელექტრონულ ფორმატში განხორციელდება, რაც მატერიალური დოკუმენტის ნაცვლად, ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერას ითვალისწინებს.

ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.ge ელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას, ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანი სიახლეა, შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს:
·მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას;
·გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას;
· გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას.

ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს  ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.

ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვინეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება ან უარყოფა -  ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
 
შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში:
 
·თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას ან ავტომობილს;
· თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი;
· თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი.

ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
 
განხორციელებული სიახლის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace-  ,,შეხვედრების სივრცე" დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით -  ,,RS ჩათი“  ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს  2 299 299

ზამთრის საბურავების სავალდებულო გამოყენება

1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, ზამთრის სეზონზე, ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრულ საავტომობილო გზებზე ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილება აუცილებელია. გარდა ამისა, ამინდის გაუარესებისას პოლიციას უფლება აქვს, მძღოლებს მოსთხოვოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც (სულ მცირე, წამყვან თვლებზე).

ქვემოთ მოცემულია იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების სია, რომლებზეც ზამთარში ზამთრის საბურავების ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნა მოქმედებს:

საერთაშორისო მნიშვნელობის გზები
თბილისი–სენაკი–ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი);
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი);
ფონიჭალა–მარნეული–გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი);
ხაშური–ახალციხე–ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)'
თბილისის შემოსავლელი — ზაჰესი–რუსთავი;
ახალციხე–ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი);
ახალქალაქი–კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი);
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები
ბათუმი (ანგისა)–ახალციხე;
საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთი;
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილი;
ქუთაისი (საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა;
ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილი;
ქუთაისი (ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი);
ქუთაისი (მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაური;
ალპანა–ცაგერი;
ჩოლაბურის ხიდი–თერჯოლა–ტყიბული;
ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქი;
ახალქალაქის შემოსავლელი;
გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონი;
ჭიათურა–ზესტაფონი;
ჟინვალი–ბარისახო–შატილი;
თბილისის შემოსასვლელი;
თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალი;
თბილისი (გლდანი)–თიანეთი;
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდა;
მარნეული–თეთრიწყარო–წალკა;
თბილისი (პანტიანი)–მანგლისი;
ვაზიანი–გომბორი–თელავი;
თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორი;
დაბა ბაკურიანის წრიული;
ჩოხატაური–ბახმარო;
ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთი;
საჩხერე (სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალი;
რა პასუხისმგებლობა მოჰყვება წესების დარღვევას
ზამთრის საბურავების გარეშე განსაზღვრულ მონაკვეთებზე სიარულის ამკრძალავი რეგულაცია 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

თუ ავტომობილის ზამთრის საბურავები ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს:

ჯარიმა და ქულები: მძღოლს 100 ლარის ოდენობით ჯარიმა ეკისრება და მართვის მოწმობას 5 ქულა აკლდება.ავტომობილის ჩამორთმევა: თუ ასეთი მანქანით მოძრაობა სხვა მძღოლებისა და ქვეითებისთვის საფრთხეს ქმნის, შესაძლებელია ტრანსპორტის დროებით ჩამორთმევა და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

სეზონური გრაფიკის ცვლილება დაცულ ტერიტორიებზე

1-ელი დეკემბრიდან საქართველოს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრები გადადიან ზამთრის სამუშაო გრაფიკზე (როგორც წესი, მუშაობენ 09:00-დან 18:00 საათამდე).

✕