„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
გერმანიის კანცლერმა ტრამპის სატარიფო პოლიტიკა გააკრიტიკა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ფრიდრიხ მერცმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თეთრი სახლის ლიდერი ამერიკის ინტერესებს სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე იცავს. მისივე თქმით, ამ რეალობის წინაშე გერმანია კიდევ დიდხანს იქნება.
„ვხედავთ პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც პოსტი მეორე ვადით დაიკავა და ხისტ სატარიფო პოლიტიკას ატარებს. ის იცავს ამერიკის ინტერესებს, უმეტესად სხვების ხარჯზე და ამ რეალობის წინაშე კიდევ დიდხანს ვიქნებით“, - აღნიშნა მერცმა.