მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება

თბილისის მეტრო

მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ ექსკალატორის სახელური დაზიანდა, რის გამოც სადგური მგზავრთა მიღებაზე მცირე ხნით დაიკეტა.

მათივე ცნობით, ექსკალატორის სახელურის აღდგენითი სამუშაოები ზედა ვესტიბიულში მიმდინარეობს.

✕