ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

სალივანი

მსოფლიო 1714974657

აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევას 2025 წელს

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლას, რაც 2025 წელს იქნება შესაძლებელი.მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული ახალი დახმარებით უკრაინა შეძლებს თავდაცვის შენარჩუნებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში.მომავალ წელს ომის შესაძლო სცენარზე საუბრისას კი სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა „წინ წაიწევს იმ ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელიც რუსებმა წაართვეს".

ნუცა

ტაბლოიდი 1714974146

„საქართველო მზად არის” – ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიის” გახსნის ცერემონიისთვის ემზადება

“საქართველო მზად არის” – ამ სათაურით მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. მომღერალი “ევროვიზიის” გახსნის ცერემონიისთვის ემზადება.მომღერალს კომენტარებში თაყვანისმცემლები წარმატებებს უსურვებენ. “ჩვენ გვჯერა შენი გამარჯვების ნუცა”, “წარმატებებს გისურვებ” “გამარჯვება ნუცა”, – უწერენ მიმდევრები.შეგახსენებთ, 7 მაისს, შვედეთის ქალაქ მალმოში, ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2024“ აიღებს სტარტს.

სი ძინპინი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, საფრანგეთში ჩავიდა

მსოფლიო 1714973656

სი ძინპინი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთში ჩავიდა. ამით სი ძინპინმა ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი ექვსდღიანი ტურნე დაიწყო.ჩინეთის პრეზიდენტს აეროპორტში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.სი ძინპინის განცხადებით, ის გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრას, რათა განიხილოს ორმხრივი ურთიერთობები, ჩინეთის ურთიერთობები ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო და რეგიონული საკითხები. გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსაც შეხვდება.მედიის ცნობით, საფრანგეთი შეეცდება, მიაღწიოს პროგრესს ჩინეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. ამასთან, საფრანგეთს სურს, აიძულოს ჩინეთი, ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება. საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთში გაემგზავრება.სი ძინპინი ბოლოს ევროპაში ხუთი წლის წინ, იტალიაში ვიზიტისას იმყოფებოდა.

პასკა

რჩევები 1714972860

რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

ექიმი, გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ არის პასკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.„ის ყურძნის მარცვლები, რომელიც პასკაშია, ცნობილია ბევრი სახელით – ზოგიერთი ქიშმიშს (თურქულად) უწოდებს, ეს ყურძნის მარცვლები საკმაოდ მდიდარია ბევრი სასარგებლო ნივთიერებით, მათ შორის, სამს გამოვყოფდი – საკმაოდ ბევრს შეიცავს ვიტამინ B2 – რიბოფლავინს, ასევე ვიტამინი B6, ბევრი კალიუმია მასში.ვიტამინი B2 არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება, განსაკუთრებით, ჩვენს მიტოქონდრიებს. ამის ნაკლებობა ორგანიზმში ტუჩის კუთხეების სილურჯით, ნახეთქებით გამოიხატება.რიბოფლავინის ნაკლებობის დროს პირის ღრუს ანთებაც ემართება, სტომატიტი, ასევე, დამახასიათებელია ელექტროციტების რაოდენობა, იმ წითელი ბურთულების რაოდენობა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს. როცა ადამიანი იღებს ქიშმიშს, ფაქტობრივად, ის იღებს დღიურ ვიტამინ B2-ს დოზას.ვიტამინი B6 გარდა მიტოქონდრიებისა, ასევე გამოიყენება თავის ტვინის მედიატორების სინთეზისთვისაც. თავის ტვინში ბევრი მედიატორია – ცელტონი, დოპამინი, აქედან ნაწილი ბედნიერების ჰორმონია. ამიტომ ქიშმიშიდან მიღებული ვიტამინი B6 ჩვენ ნამდვილად არ გვაწყენდა. ასევე, ის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის სინთეზი დაიწყოს.როცა ადამიანს ორგანიზმში ვიტამინი B6 აკლდება, ის ნიშნები ჩნდება, რაც ახლავს ვიტამინ B2-ს. ადამიანი ხდება მიდრეკილი ძილიანობისკენ.როცა ადამიანი ხშირად იღებს ქიშმიშს, ორივე ვიტამინს მარტივად ივსებს. როგორც გითხარით, ქიშმიშში კალიუმის მაღალი ჩემცველობაა, ვისაც მაღალი წნევა აქვს, კალიუმით მდიდარი საკვები ძალიან მაგარი საშუალებაა წნევის დასაწევადაც“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

საფლავის კურთხევა

საზოგადოება 1714972602

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.დღეს მორწმუნეები საფლავებზე გადიან, სადაც პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. თბილისის მერიამ ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დანიშნა.