1776781646
1775587309
პატრიარქმა დაწერა ბრძანება, მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ, ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ 2017 წელს - მიტროპოლიტი საბახონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა პატრიარქის მოსაყდრე შიოს მხარდაჭერას უცხადებს.მიტროპოლიტმა საპატრიარქო კანდიდატის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას ისაუბრა. „პატრიარქმა დაწერა ბრძანება, რომელიც მეორე დღეს, გიორგობის დღესასწაულზე წაიკითხა ქაშუეთის ტაძარში და მან ამ ტაძარში მეუფე შიო გამოაცხადა ტახტის მოსაყდრედ. ეს ყველაფერი ხდება 9 წლის წინ, 2017 წელს.მეტი რა უნდა თქვას და გააკეთოს პატრიარქმა, რომ ჩვენ მივხვდეთ, რა იყო მისი სურვილი, მისი ნება და რა არის საერთოდ ნება ღვთისა.ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რატომ აირჩია პატრიარქმა მეუფე შიო, ძალიან ბევრი კრიტერიუმების გამო. ასე ვფიქრობ, რომ ის ალბათ აკეთებდა შედარებას თავის ცხოვრებასთან, თავის განვლილ დროსთან. ჯერ ერთი, კი არავის ვერჩი, ღმერთმა დამიფაროს, ჩემთვის ყველა ძვირფასია და ყველასთან ჩემი ურთიერთობები მაქვს, წლები მაკავშირებს, მაგრამ პატრიარქს ჰქონდა ეს ხასიათი, ეს, არ ვიცი, რა დავარქვა ამას. აი, შეხედეთ მეუფე შიოს, პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია და სასიამოვნოა მისი ყურება, მასთან ურთიერთობა, მისი ქადაგება, მისი სიტყვა, მისი განათლება, მისი სულიერება.“, - აცხადებს მიტროპოლიტი საბა.ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
1771603994
ცნობილია, რომელ ოჯახებზე გასცემს თბილისის მერია ერთჯერადად 300, 500 და 1000 ლარს
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს.პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მე-3 ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას, შემდეგი ოდენობით:ა) 300 ლარი - მე-3 ახალშობილზე;ბ) 500 ლარი - მე-4 ახალშობილზე;გ) 1000 ლარი - მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი? თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან ("თიბისი ბანკი") ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა?მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნას:პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლიროგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პირველ-მეორე შვილზე განცხადებით მიმართვა საჭირო არ არის და მათ სიას სოციალური მომსახურების სააგენტო გადასცემს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ოჯახმა, თუ არ აქვს, "თიბისი ბანკის" ბარათი, დაამზადოს, რომ კუთვნილი თანხა ჩაერიცხოს. ხოლო, მე-3 ან შემდეგი შვილის შეძენისას მშობლის პირადობის მოწმობა და ახალშობილების დაბადების მოწმობის ასლი უნდა წარადგინოთ და განცხადებით თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს მიმართოთ.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ თბილისის მერიას, ცხელ ხაზზე: 032 272 22 22
ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1771360861
სხვა სიახლეები
საზოგადოება • 1776805340
„დილა მშვიდობისა საქართველო" 93 წლის ნათია ქართლელიშვილს გვაცნობს, რომელიც თიანეთის პირველი ქორეოგრაფია. „სიყვარული თუ არ ასწავლა მასწავლებელმა, ის ცეკვას ვერ შეიყვარებს" ,- ამბობს ნათია. ნახეთ სრული სიუჟეტი:
საზოგადოება • 1776803970
„ბანანი არასდროს არ მიირთვათ გაურეცხავი“ – გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რჩევა
გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ბანანის მოყვარულებს დააინტერესებთ.„თუ ბანანი გიყვართ, მაშინ ეს 5 ფაქტი სწორედ რომ თქვენთვისაა.1. ბანანი არასდროს არ მიირთვათ გაურეცხავი. შეიძლება ახლა ვიღაცას გაეცინოს, თუმცა რაც უფრო მწიფდება ის მასზე ბაქტერიები მრავლდება. ხილის ბუზის კვერცხები შესაძლოა სახლში სხვადასხვა საგნებზე გადავიდეს. შესაბამისად სხვებმა რა დააშავეს, შენ თუ გინდა ბუზის კვერცხები მიირთვა. 2. ბანანი არასდროს უნდა შეინახო ვაშლთან, ავოკადოსთან, პომიდორთან და ზოგადად სხვა ხილთან ერთად.3. არასდროს შეინახო ბანანი მაცივარში.4. ასევე ბანანის შენახვა არ შეიძლება პარკში, რადგან მალევე გადასაგდები გახდება.5. ბანანის ყუნწს ფოლგაში ახვევენ, რათა ბანანიდან ეთილენი სწრაფად არ გამოიდევნოს“, – საუბრობს გიორგი ღოღობერიძე.
საზოგადოება • 1776803935
რობერტ სტურუას სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი“ თინათინის როლის შემსრულებელი, მსახიობი ქეთი სვანიძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში იხსენებს, როგორი იყო პრემიერის წინა დღე, როდესაც რეჟისორმა მოულოდნელად ფინალური სცენა შეცვალა:„ამ როლმა გამომწურა, თუკი რაიმე არტისტული რესურსი არსებობდა ჩემში. ბავშვის გაჩენის შემდეგ ცოტა მოშვებული ვიყავი, წონა მომატებული მქონდა. სხვა სპექტაკლებში ეს ნაკლებად მეტყობოდა, თინათინის როლისთვის დაუშვებელი იყო. ავიყვანე მწვრთნელი, ვვარჯიშობდი, შევადგინე მენიუ, დღის გრაფიკი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ვერ გავუძლებ, წავიქცევი-მეთქი, მაგრამ როცა რაღაც ძალიან გინდა, შენში ახალი შესაძლებლობები იხსნება. შედეგად, დავიკელი 10კილო და ვარ ის თინათინი, როგორიც მაყურებელმა მნახა.აქვე გეტყვით, რომ ველოდებოდით აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა… ჩემი კოლეგები და მეგობრები მეუბნებოდნენ, პრემიერის შემდეგ ასე გამოხატული უარყოფითი, შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო ყველაზე ძალიან გვეშინოდა, არ გატეხილიყავი და როლზე უარი არ გეთქვაო. არა, ჩემო მეგობრებო, არ ვარ ასეთი სუსტი, პირიქით, გამიათკეცდა ენერგია.ახლა უფრო მეტი მოტივაცია მაქვს…პრემიერის წინა დღეს სრულიად შეცვალა საფინალო სცენა, უბრალოდ, აგვიხსნა, თქვენ დაივიწყეთ, ახლა რაც გქონდათ გაკეთებული და ფინალში მოიქეცით ასეო… ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთულია გადაწყობა. ცხარე ცრემლებით ვტიროდი, მეგონა, არაფერი გამომივიდოდა. მაგრამ ის დარწმუნებული იყო ჩვენსშესაძლებლობებში და მართლაც ასე მოხდა…“
ასტროლოგია • 1776803856
2026 წლის 24 აპრილიდან ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი დაიწყება
2026 წლის 24 აპრილს პლანეტა ვენერა ტყუპების თანავარსკვლავედში შედის. ეს მოვლენა ბევრი ადამიანისთვის ისეთი შინაგანი შეგრძნებით დაიწყება, თითქოს, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ძირითადი აქცენტი ფინანსებსა და პირად ურთიერთობებზე გაკეთდება. ქვემოთ მოცემულ შვიდ ნიშანს სამყარო განსაკუთრებულ შანსს შესთავაზებს, თუმცა პოზიტიური ენერგია მეტ-ნაკლებად თითოეულ ჩვენგანს შეეხება:ტყუპებიამ პერიოდის მთავარი გმირი ხართ, რადგან თქვენს ნიშანში მყოფი ვენერა მრავალ საჩუქარს გპირდებათ. ფინანსური თვალსაზრისით, ძველი ვალების დაბრუნება ან დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენაა მოსალოდნელი. პირადი მომხიბვლელობა კუპიურების მაგნიტად იქცევა და მცირე დავალებებიც კი სოლიდურ ანაზღაურებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში ფლირტი და ახალი ნაცნობობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება. შემთხვევითი შეხვედრები, მაგალითად ყავის რიგში ან ბიბლიოთეკაში, შესაძლოა, საბედისწერო კავშირში გადაიზარდოს. მთავარია, მოვლენებს ზედმეტი გათვლების გარეშე მიენდოთ.სასწორითქვენი ბუნებრივი შარმი 24 აპრილიდან განსაკუთრებულ ძალას შეიძენს. ფინანსური კუთხით, გარშემომყოფები დახმარებასა და სასარგებლო კავშირებს თავად შემოგთავაზებენ. ძველი კლიენტების რეკომენდაციები ან ხელმძღვანელობის მხრიდან დაფასება თქვენს ბიუჯეტზე დადებითად აისახება. ამ პერიოდში იღბალი მცირე რისკების დროსაც კი თქვენ მხარეს იქნება. პირად ურთიერთობებში თქვენი ღიმილი, საკითხების მშვიდად გადაწყვეტის უნარი ყველაზე ძლიერ იარაღად იქცევა. თაყვანისმცემლები სრულიად მოულოდნელ ადგილებში გამოჩნდებიან, ხოლო არსებულ კავშირებში ახალი, უფრო თბილი და სასიამოვნო ეტაპი დაიწყება.მერწყულითქვენი ორიგინალური იდეები, რომლებიც აქამდე შესაძლოა, სხვებისთვის გაუგებარი იყო, ახლა მატერიალურ აღიარებას მოიპოვებს. ფინანსები მოულოდნელი წყაროებიდან, მათ შორის დავიწყებული ვალების ან შორეული ნათესავებისგან მიღებული მემკვიდრეობის სახით შემოვა. არასტანდარტული აზროვნება ამჯერად თქვენს მთავარ კაპიტალად იქცევა. სასიყვარულო სფეროშიც სიურპრიზებია მოსალოდნელი. შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს წარმოდგენებში არსებულ იდეალურ პარტნიორს არ ჰგავს, თუმცა ეს ნაცნობობა წლის საუკეთესო მოვლენად იქცევა. უჩვეულო გარემოში დაწყებული ურთიერთობა თქვენზე განსაკუთრებულად დადებით გავლენას მოახდენს.ლომი24 აპრილიდან სამყაროს ყურადღების ცენტრში სწორედ თქვენ აღმოჩნდებით. ფინანსური წარმატება საჯაროობასა და სოციალურ აქტივობას უკავშირდება, სადაც თქვენს პროფესიონალიზმს სათანადოდ შეაფასებენ. წარსულში გაწეული უანგარო დახმარება ახლა ორმაგად დაგიბრუნდებათ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი შრომისთვის მაღალი ფასის დაწესება, რადგან ამას გარშემომყოფები ადეკვატურად მიიღებენ. პირად ცხოვრებაში თაყვანისმცემელთა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. ძველი ნაცნობები თავად შეგეხმიანებიან, თუმცა ნამდვილი სიახლოვისთვის საჭიროა, რომ ხანდახან ,,მბრძანებლის” როლიდან გამოხვიდეთ.მშვილდოსანინებისმიერი ახალი წამოწყება თუ რისკიანი ნაბიჯი ამ პერიოდში წარმატებით დაგვირგვინდება. მატერიალურ სარგებელს მოგიტანთ მოგზაურობა, ახალი ჰობი ან თუნდაც უცნობი მარშრუტით სეირნობა. ყოველი სიახლე თქვენს ცხოვრებაში მცირე ფინანსური სიურპრიზით შემოვა. შესაძლოა, თქვენი შემოქმედებითი ნიჭიც კი შემოსავლის წყაროდ იქცეს. თუ უკვე წყვილში ხართ, სპონტანური მოგზაურობა თქვენს კავშირს გაამყარებს, ხოლო მარტოხელებისთვის ეს დრო დაუვიწყარი და მხიარული ნაცნობობის შანსია...ვრცლად
ასტროლოგია • 1776803810
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. „ჯადოსნური ცოდნა თითებისა და ბეჭდების შესახებ ცერა თითი - ის არის პიროვნული და სამყაროსეული ნებისყოფის გამორჩეული ნიშანი. ეს არის ერთადერთი თითი, რომელსაც სახელი რომაული ღმერთის პატივსაცემად არ ჰქვია. ამ თითზე ბეჭდის ტარება აუმჯობესებს ურთიერთობებს: მეგობრობას, სიყვარულსა და ბიზნესს.კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ ცერა თითის თვისებებს: ლალი , ძოწი, ალმასი, მთვარის ქვა, ამეთვისტო.ბუნებრივი ელემენტი: ეთერი.საჩვენებელი თითი - ის განასახიერებს იუპიტერს, რომაელთა უზენაეს ღმერთს. ამ თითზე ბეჭდის ტარება აუმჯობესებს თვითშეფასებას, ამბიციას, კომუნიკაციასა და ლიდერულ თვისებებს.კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ საჩვენებელი თითის თვისებებს: ლურჯი ტოპაზი, ამეთვისტო, ზურმუხტი, პერიდოტი.ბუნებრივი ელემენტი: წყალი.შუა თითი - განასახიერებს სატურნს. მას ასევე უწოდებენ „ხელის ბალანსს“ ან „ჩვენი პიროვნების წონასწორობას“. ამ თითზე ბეჭდის ტარება ხელს უწყობს თვითრეფლექსიასა და ინდივიდუალურობას. ის იძლევა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის ნათელ უნარს და პირდაპირ კავშირშია გულთან.კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ თვისებებს: გამჭვირვალე კვარცი, მარჯანი, მარგალიტი.ბუნებრივი ელემენტი: მიწა.არათითი - განასახიერებს აპოლონს. ის წარმოადგენს შემოქმედებას ცხოვრების ყველა ასპექტში, სიყვარულისა და სილამაზის კულტურას. ამ თითზე ბეჭდის ტარებას მოაქვს მადლი, სიყვარული, მშვენიერება და თანაგრძნობა.კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ თვისებებს: მწვანე ნეფრიტი, მთვარის ქვა, ვარდისფერი კვარცი.ბუნებრივი ელემენტი: ცეცხლი.ნეკი - განასახიერებს მერკურის. ის წარმოადგენს ინტუიციასა და მგრძნობელობას. ამ თითზე ბეჭდის ტარება მოქმედებს არტისტულ და შემოქმედებით ბუნებაზე, ასევე ორატორულ ნიჭზე. ეს ასევე არის გამჭრიახობის ნიშანი, განსაკუთრებით ბიზნესში.კრისტალები, რომლებიც აძლიერებენ ნეკი თითის თვისებებს: ქარვა, ციტრინი, მთვარის ქვა, აკვამარინი.ბუნებრივი ელემენტი: ჰაერი",- წერს იოსელიანი.



































