როდის ხდება გულის შეტევა ყველაზე ხშირად - კარდიოლოგის პასუხი

გულის შეტევა

ფილმებში გულის შეტევა ხშირად მოულოდნელად, ღამით ან ძლიერი სტრესის დროს ვითარდება, თუმცა კარდიოლოგების თქმით, რეალობა განსხვავებულია.

სპეციალისტების განმარტებით, გულის შეტევა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ის დილის საათებში ფიქსირდება - გაღვიძებიდან დაახლოებით 6 საათიდან შუადღემდე.

კარდიოლოგების თქმით, ამ პერიოდში ორგანიზმში ბუნებრივად მატულობს ადრენალინისა და კორტიზოლის დონე, რაც ზრდის არტერიულ წნევას, აჩქარებს გულისცემას და შეიძლება სისხლის შედედებაზეც იმოქმედოს. სწორედ ეს ცვლილებები ზრდის რისკს იმ ადამიანებში, ვისაც უკვე აქვს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები.

გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს სქესის მიხედვით. მამაკაცებსა და ქალებს ხშირად აღენიშნებათ გულმკერდის ტკივილი, თუმცა ქალებში დამატებით შესაძლებელია გამოვლინდეს ქოშინი, შფოთვა, საჭმლის მონელების დარღვევა, უჩვეულო დაღლილობა, ასევე ტკივილი მხრის, ზურგისა და მკლავის არეში.

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ამ სიმპტომების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან გულის შეტევა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ დილა შედარებით უფრო რისკიანი პერიოდია, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გულის შეტევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება განვითარდეს და სიფრთხილე ყოველთვის აუცილებელია.