როცა მას დაინახავთ, მიხვდებით, რატომ ჩამოიშალა ქართველი მის წინაშე... - უმცროსი გია ფერაძე მეუღლეზე

გია ფერაძე

გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრად გია ფერაძის ვაჟი, ასევე გია ფერაძე იყო. უმცროსი ფერაძეც მამის მსგავსად მსახიობია. ნოესთან საუბრის დროს მან ბევრი ემოციური მომენტი გაიხსენა, რომელიც საქართველოს, მამის ნათესავების გაცნობას და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას უკავშირდებოდა.

უმცროსმა ფერაძემ მეუღლის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ ერთმანეთი მეჯლისზე გავიცანით. და ახლა უკვე სამი წელია  სიამაყით ვატარებ ხელზე საქორწინო ბეჭედს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომ მოვიპოვო ასეთი ქალის სიყვარული. სხვა ყველაფერი წარმავალია, სიყვარულია მარადიული. და ისტორია, რომელიც შეიძლება შექმნა ახლა და ამ დროს, შეიცნო ბედნიერება, შეიცნო ღმერთი და იცხოვრო ყოველი წამი სიყვარულით.. რა თქმა უნდა ამის უკან დგას დიდი შინაგანი შრომა, მაგრამ როცა მას გაგაცნობთ, თქვენ თავად ყველაფერს მიხვდებით/ და როცა მას მთელი თავისი დიდებულებით დაინახავთ, მიხვდებით, რატომ ჩამოიშალა ქართველი მის წინაშე“ - ამბობს უმცროსი ფერაძე გადაცემაში „ნოესთან“.