ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

აღდგომა

საზოგადოება 1714861603

სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობები - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სახლში დიდი ხნის ნანატრი ბავშვი გაჩნდეს

წინ არის ყველაზე ნათელი დღესასწაული მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელსაც მრავალი სასწაული მოაქვს. არსებობს რწმენა, რომ თუ აღდგომაზე სურვილს ჩაიფიქრებთ, ის აუცილებლად აგისრულდებათ. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს სწორად და რა ვისურვოთ, რომ არ შევცოდოთ ამ წმინდა დღეს.უძველესი დროიდან აღდგომასთან დაკავშირებული მრავალი რჩევა იყო, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ამ დღეს ზეციური კარიბჭე იხსნება და თუ მთელი გულით რაღაცას ისურვებ, ის ახდება. მთავარი ის არის, რომ აზრები სუფთაა და სურვილები სხვა ადამიანებს ზიანს არ აყენებდეს.მაგალითად, დიდი და ნათელი სიყვარულის სურვილი შეიძლება ახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, კონცენტრირება მოახდინოთ თქვენს აზრებზე და მთელი გულით გჯეროდეთ წმინდა აღდგომის ჯადოქრობის. მართლმადიდებლურ სამყაროში მიაჩნიათ, რომ დიდი ფულის წყურვილი ცოდვაა, ამიტომ მერკანტილური სურვილები არ უნდა გქონდეთ. სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ ქრისტეს აღდგომაზე სიმდიდრის მოთხოვნა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება ქრისტიანისთვის.მართლმადიდებელმა მღვდლებმა თქვეს, თუ რა სურვილები უნდა ჩაიფიქროთ, რომ ამ ნათელ დღეს უფალი არ განარისხოთ. საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს ჯანმრთელობას თუ უსურვებთ, ძალიან სწორი სურვილი იქნება, ასევე წარმატებები პიროვნებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პროექტში. თუ ერთადერთი ოცნება ამ მომენტში მატერიალური სიმდიდრეა, მაშინ ღმერთს უნდა სთხოვო დახმარება, რომ ფეხზე წამოდგე. კარგი იქნებოდა, საყვარელ ადამიანზე იფიქრო და რაღაც ითხოვო არა მხოლოდ შენთვის.სააღდგომო კვერცხის ჯადოსნური შესაძლებლობებისააღდგომო კვერცხები დღესასწაულის მთავარი ატრიბუტია.  მაგალითად, ახალგაზრდა მარტოხელა გოგონას  უნდა აჩუქოთ საქორწინო ბეჭდების ნიმუშით მოხატული კვერცხი, რომელიც უახლოეს მომავალში მოუტანს მას სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას.ადამიანების სურვილებს დიდი ძალა აქვს, მით უმეტეს, თუ მათ სურთ რაღაც საყვარელი ადამიანისთვის და არა პირადად საკუთარი თავისთვის. მაგალითად, წყვილს, რომელიც ბავშვზე ოცნებობს, დასახმარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შეღებილი სააღდგომო კვერცხი. ძნელი არ იქნება სწორად შერჩეული ნახატის ყიდვა და უბრალოდ შეღებილ კვერცხზე დაწებება, მაგრამ მაინც ჯობია საკუთარი ხელით დახატოთ, რითაც ამ ატრიბუტს დადებითი ენერგიით, სიყვარულით და სითბოთი დამუხტავთ.სააღდგომო კვერცხი იქნება გზავნილი უფლისადმი, რომელზედაც დახატული იქნება სურვილი. ამისთვის არაფერი გრანდიოზული არ არის საჭირო, მხოლოდ ფუნჯები, საღებავები, კვერცხი და უმაღლესი ძალების რწმენა. არსებობს მოსაზრება, რომ შვილზე მეოცნებე ქალმა უნდა დახატოს სააღდგომო კვერცხი და აჩუქოს ნებისმიერ ბავშვს და მალე ის შეძლებს დედობით ტკბობას.როგორ ვუსურვოთ წყვილს შვილი აღდგომაზებევრი წყვილი ოცნებობს მემკვიდრეზე, მაგრამ ეკოლოგიისა და სხვა ფაქტორების გამო ვერ ტკბება ამ სასწაულით. თუმცა გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში, თქვენ უნდა გჯეროდეთ სასწაულების და უფლის. ისეთი ნათელი დღესასწაული, როგორიც აღდგომაა, ადამიანებს იმედს აძლევს და ეხმარება იპოვონ ის, რაც სურთ.იმისთვის, რომ სახლში დიდი ხნის ნანატრი ბავშვი გაჩნდეს, აღდგომის ოჯახურ დღესასწაულზე, ჭამის დროს აუცილებელია მაგიდაზე დამატებითი თეფშის დადება. არდაბადებულ შვილს აუცილებლად დაუდეთ სააღდგომო ხატისპურის ნაჭერი თეფშზე. ზეიმის ბოლოს, როცა დღე მთავრდება, თეფშს იღებენ და ხატისპურს ჩიტებს აძლევენ.

სააღდგომო კურდღელი

საზოგადოება 1714861455

რატომ იქცა კურდღელი აღდგომის დეკორატიულ სიმბოლოდ

კურდღელი ლუთერანული, კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი დეკორაციაა.აღდგომის დეკორატიულ სიმბოლოდ კურდღლის გამოყენება მე-16 – მე17 საუკუნეების გერმანიაში იღებს სათავეს. ამ პერიოდში, გერმანელებს სჯეროდათ, რომ აღდგომის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქრად ფერადი კვერცხები კალათით კეთილ, ჯადოსნურ თეთრ კურდღელს მიჰქონდა.ლუთერანმა გერმანელებმა კურდღელი აღდგომის დღესასწაულის ნაწილად აქციეს, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან კი გერმანელმა ემიგრანტებმა ეს ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დანერგეს. დროთა განმავლობაში, კურდღელი კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთ მთავარ დეკორაციად იქცა.მაგრამ რატომ მაინცდამაინც კურდღელი. სანამ კურდღელი, ლეგენდის თანახმად, აღდგომის ღამით ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანას დაიწყებდა, ეს ცხოველი წარმართული რიტუალის ნაწილი იყო და ადრეული შუა საუკუნეების ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებულ მითიურ არსებას, ქალღმერთ ოსტარას უკავშირდება.ძველ გერმანულ მითოსში ნაყოფიერების ქალღმერთ ოსტარას პატივსაცემად, გაზაფხულზე დღესასწაული იმართებოდა, ოსტარას სიმბოლო კი კურდღელი იყო – ცხოველი, რომელიც ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა. ამ წარმართულ დღესასწაულს გერმანიაში მე-13 საუკუნემდე აღნიშნავდნენ. ოსტარასადმი მიძღვნილ დღესასწაულზე კვერცხებს ხარშავდნენ, რაც ასევე ახალი სიცოცხლისა და ნაყოფიერების გამომხატველი რიტუალი იყო.ამერიკის შეერთებულ შტატებში სააღდგომო მისალოც ბარათებზე კურდღელი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დახატეს. მას შემდეგ დასავლურ სამყაროში აღდგომის დღესასწაულზე, შეღებილ კვერცხებთან და პასკასთან ერთად, კურდღლის ქანდაკებაც განუყოფელი სიმბოლოა.

ამინდი

საზოგადოება 1714860494

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი 8 მაისამდე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.„მიმდინარე წლის აღდგომის სადღესასწაულო დღეები, გასული წლებისგან განსხვავებით წვიმიანი იქნება!უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს, ამიტომაც -ხვალ, 5 მაისს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, ტემპერატურა ყველგან (დაბლობსა და ბარში) იქნება +18, +20 გრადუსის ფარგლებში.5 მაისს - ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, ხილვადობა შეზღუდული.რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდი ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია.7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი პარასკევი არ არის, არ შეიძლება იყოს აღდგომის სიხარული მთელი სისავსით, შესაბამისად, ეს უამინდობაც მზიანი დღეების დასაწყისად ჩავთვალოდ...გისურვებთ ბედნიერ აღდგომას - ის სიხარული, რასაც ჩვენ ვიგრძნობთ, არის სიცოცხლე

amindi - agdgoma

საზოგადოება 1714860272

ამინდი მკვეთრად იცვლება - 5-6 მაისის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილების წესი უკვე ამოქმედდა

საზოგადოება 1714859919

როგორ იმუშავებს მეტრო და ავტობუსები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ.როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის ღამის 11 საათიდან 5 მაისის დილის 4 საათამდე იმუშავებს და გადაადგილება უფასო იქნება.„გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ მოემსახურებიან.ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან”, – განაცხადა კალაძემ.