როდიდან გამოიდარებს საქართველოში - ამინდის პროგნოზი 8 მაისამდე

ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.

„მიმდინარე წლის აღდგომის სადღესასწაულო დღეები, გასული წლებისგან განსხვავებით წვიმიანი იქნება!უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს, ამიტომაც -ხვალ, 5 მაისს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, ტემპერატურა ყველგან (დაბლობსა და ბარში) იქნება +18, +20 გრადუსის ფარგლებში.5 მაისს - ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, ხილვადობა შეზღუდული.რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდი ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია.7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.თუ თქვენს ცხოვრებაში დიდი პარასკევი არ არის, არ შეიძლება იყოს აღდგომის სიხარული მთელი სისავსით, შესაბამისად, ეს უამინდობაც მზიანი დღეების დასაწყისად ჩავთვალოდ...გისურვებთ ბედნიერ აღდგომას - ის სიხარული, რასაც ჩვენ ვიგრძნობთ, არის სიცოცხლე