ვიდეოები

1715672283

VIDEO: „მე, შედეგების შემდეგ...“ - ნუცა ბუზალაძის სახალისო ტიკტოკი

2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე სიმღერით „Firefighter“ 21-ე ადგილზე გავიდა.68-ე ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. შესაბამისად, მომდევნო წლის მასპინძელი შვეიცარიაა.მოგვიანებით ქართველმა მომღერალმა ტიკტოკზე სახალისო ვიდეო ატვირთა: „მე, შედეგების შემდეგ... არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ეს აუდიო შეესაბამება“ - წერს ნუცა. ვრცლად ↓ @nutsabuzaofficial I dont know what it means but this audio fits🤌🏻😂 ♬ original sound - Nutsabuza

ნუცა ბუზალაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

puli

1710493056

დღეიდან ამ პირებს სესხზე პროცენტი შეუმცირდათ - ნახეთ, ხართ თუ არა მათ სიაში

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.„ამ ცვლილების შედეგად, 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნაირად – ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23-24 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 თებერვალს ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

სხვა სიახლეები

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1716050369

უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს - ზელენსკი

უკრაინას საკუთარი ცის დასაცავად აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებების რაოდენობის მხოლოდ მეოთხედი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.მისივე თქმით, კიევს ასევე 100-ზე მეტი თვითმფრინავი სჭირდება.„ახლა რუსეთს აქვს უპირატესობა ჰაერში. ეს ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს ქალაქებისა და ფრონტის ხაზის დაცვის მიმართულებით. რუსეთს ეს უპირატესობა რომ არ ჰქონდეს, გვჭირდება 120-130 თანამედროვე თვითმფრინავი, რათა დავიცვათ ჩვენი ცა 300 რუსული თვითმფრინავისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1716050267

ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო - მათიკაშვილი

ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა “ქრონიკაში” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შეფასებისას.„თუ რამეს შეიძლება, ვუწოდოთ რუსული ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ეს არის ვეტო. ეს არის ის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, რომელიც დღეს ზურაბიშვილმა იკადრა და გააკეთა. მან ყველა რეკორდი მოხსნა კონსტიტუციის დარღვევის და ქვეყნის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების. ვნახავთ იმ ფარატინა ქაღალდს, ფურცლის ნაგლეჯს, რომელსაც გამოაგზავნის. თვითონ როგორც აუწყა საზოგადოებას, იქ არანაირი არგუმენტი არ წერია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1716049913

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ

ინამდვილეში, აქ მისტიკა არ არის, მხოლოდ ფსიქოლოგიაა. ეს ხალხი ძალიან გამჭრიახია, ისინი უბრალოდ აკვირდებიან წინაპირობებს, რათა გამოიცნონ შედეგები. გარედან ისე ჩანს, თითქოს ისინი არიან ნამდვილი შორსმჭვრეტელები, რომლებსაც შეუძლიათ მომავლის წინასწარმეტყველება. მაგრამ სინამდვილეში, ეს ზოდიაქოს ნიშნები კარგად ერკვევიან ადამიანის ფსიქოლოგიაში, ისინი ინტუიციურები არიან, ამიტომ ადვილად იცნობენ იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები.ჩვენ გეტყვით, თუ როგორ ახერხებენ ზოდიაქოს ნიშნები აზრების წაკითხვას და მომავალი მოვლენების პროგნოზირებას.ტყუპებიგავრცელებული მითი ამ ზოდიაქოს ნიშნის შესახებ არის ის, რომ ისინი ძალიან ზედაპირულები და მერყევები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ესენი არიან ნამდვილად ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც საუბრის დროსაც კი შეუძლიათ ადამიანის პორტრეტის შექმნა და მისი შემდგომი ქმედებების პროგნოზირება. ტყუპები არიან კარგი მასწავლებლები, მენტორები და მწვრთნელები, რომლებიც შეუმჩნევლად ეხმარებიან სხვებს თავიანთი ადგილის პოვნაში ცხოვრებაში და თავიანთი ნიჭის სწორი მიმართულებით წარმართვაში.ქალწულიეს ზოდიაქოს ნიშანი გონიერების ნამდვილი ოსტატია. მან იცის როგორ მოახდინოს სხვების მანიპულირება ისე ოსტატურად, რომ ვერავინ გამოიცნობს ამის შესახებ. ქალწულებს, თავიანთი დაკვირვების საფუძველზე, შეუძლიათ გამოთვალონ სხვა ადამიანების აზრებისა და ქმედებების ყველა შესაძლო შედეგი, გამოიყენონ ეს უნარი საკუთარი ან სხვების სასარგებლოდ. ამიტომ, ქალწულები გამოდიან საუკეთესო კრიზისის მენეჯერები, უზრუნველყოფენ ყველა შესაძლო რისკს, რამაც შეიძლება კომპანია მაღალ პოზიციებზე და დიდ მოგებამდე მიიყვანოს.სასწორებიზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სხვებს ღია წიგნივით კითხულობენ. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვების აზრებზე და წარმართონ ისინი. ეს ზოდიაქოს ნიშანი, ქალწულებისგან განსხვავებით, თავის უნარს ბოროტად კი არ გამოიყენებს, არამედ მხოლოდ საზოგადოების საკეთილდღეოდ. ისინი ხდებიან შესანიშნავი ფსიქოლოგები, მწვრთნელები, მასწავლებლები და აღმზრდელები, რომლებიც ოსტატურად გაუძღვებიან თავიანთ მოსწავლეებს სიკეთის გზაზე.მორიელებიეს ადამიანები არიან გონების ნამდვილი ოსტატები, რომლებსაც შეუძლიათ ოსტატურად შეაღწიონ ხალხის თავში და მოიზიდონ ადამიანები თავიანთ მხარეს. და მათ ეს საჩუქარი დაბადებიდან აქვთ. ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გარდაქმნის რეალობას და ყველას, ვინც ამ რეალობაში ხვდება. მორიელებმა იციან როგორ წარმართონ ადამიანები, ჰპირდებიან მათ დიდ სარგებელს. და ეს მართალია, რადგან ამ ადამიანებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ მიზეზ-შედეგობრივ ურთიერთობებს, ასე რომ, თუ სადმე ნახავენ სარგებელს, მაშინ ის აუცილებლად იქნება.

პატარძალი

რჩევები 1716049807

თუ პატარძალს სახლში ხელში აყვანილს შეიყვანთ... - რა უნდა იცოდეთ, თუ დაქორწინებას აპირებთ: დაშვება–აკრძალვები ხალხური რწმენით

ქორწილთან დაკავშირებით ხალხში არაერთი რწმენა და მინიშნება არსებობს – არა მარტო საკუთრივ ცერემონიასთან, არამედ სიძე-პატარძალთან, მშობლებთან და სტუმრებთან დაკავშირებითაც.უნდა აღინიშნოს, რომ ამ რწმენა-მინიშნებების ნაწილი შესაძლოა სხვა ხალხებიდან იყოს შემოსული და დამკვიდრებული ჩვენს ყოფაში.მთავარი მინიშნებები ქორწილითვის ასე გამოიყურება:საქორწინო ბეჭდები სიძე-პატარძლის გარდა სხვამ არ უნდა მოიზომოს ან გაიკეთოს;პატარძალმა ჯვრისწერამდე სარკეში სრულად აღკაზმულმა არ უნდა ჩაიხედოს - ჩაცმულობიდან რამე დეტალი უნდა მოიშოროს და ისე შეაფასოს საკუთარი გარეგნობა;ჯვარდაწერილებს შორის არც არავინ უნდა ჩადგეს და არც არავინ უნდა გაიაროს, თორემ ქორწინება დაირღვევა;ახლად შეუღლებულებმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამონ, თორემ ოჯახში საჭმელზე გაჭირვება დაისადგურებს;როცა სასიძო საცოლეს მშობლების ოჯახიდან გამოიყვანს, ისე უნდა გაარიდოს იქაურობას, რომ უკან არ მიიხედოს;სიძე-პატარძალს გზადაგზა ვარდის ფურცლები ან ყვავილები უნდა დაუყაროთ, რომ ავი ძალები მოატყუოთ და მათთან ახლოს არ მიუშვათ;თუ ქორწილის დღეს გაწვიმდა, კარგის ნიშანია - წვიმა შურსა და ავ თვალს ცუდს ჩამორეცხავს;თუ მოთოვს - ოჯახი სიმდიდრეში იცხოვრებს;თუ სიძეს ან პატარძალს ბეჭედი დაუვარდება, ქორწინება ხანმოკლე იქნება;არ შეიძლება ქორწილში დანა-ჩანგლის ჩუქება - ჩხუბი და დავიდარაბა იცის...მინიშნებები პატარძლისთვისთუ ჯვრისწერის დღეს საპატარძლო:აცემინებს, ე.ი. ბედნიერი ოჯახი ექნება;წამოიტირებს - მეუღლესთან კავშირი ბედნიერებას მოუტანს;ნახმარ ფეხსაცმელს ჩაიცვამს - ოჯახში წარმატება შევა;უშუალოდ ჯვრისწერისას მარცხენა ხელისგული მოექავა - სიმდიდრეში იცხოვრებს, თუ მარჯვენა - სტუმრიანი და ხმაურიანი ოჯახი ექნება.მინიშნებები სასიძოსთვისთუ სასიძო:ჯვრისწერის დღეს გუბეში ფეხს ჩაკრავს - სმას მიეძალება;პატარძალს სახლში ხელში აყვანილს შეიყვანს - ოჯახში კეთილდღეობა დაისადგურებს;წინა დღეს საცოლეს ჩუმად შეაჭმევს ტკბილს - ცხოვრებაც ტკბილი ექნებათ;ქორწილის წინა დღეს თმას შეიჭრის - სუსტი ჯანმრთელობის შვილები ეყოლება.წყარო:

tatia sharangia

ტაბლოიდი 1716049594

„მიყვარხართ და მენატრებით...“ - რას წერს თათია შარანგია

გადაცემა „სთორი“ ტელეეკრანს უბრუნდება.გადაცემის წამყვანი თათია შარანგია წერს, რომ „სთორი“ 18 მაისიდან დაიწყება.„ყოველ შაბათს, 21 საათზე, „სთორი“ TVC-ზე TVC • ტი-ვი-სი და რა თქმა უნდა „სთორი“-ის ფბ გვერდზემიყვარხართ და მენატრებით,“ – წერს თათია.ცნობისთვის, გადაცემის პირველი სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იქნება.