კახეთში, ცოლ-ქმრის ჩხუბს მეზობლის ქალი ემსხვერპლა
1781618034
ზაფხულში დაბადებულ კაცებს დეპრესიის განვითარების უფრო მაღალი რისკი შეიძლება ჰქონდეთ — ასეთ დასკვნამდე კვანტლენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები მივიდნენ.
კვლევის ფარგლებში 303 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა. მონაწილეებმა შეავსეს კითხვარები, რომლებიც შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შესაფასებლად გამოიყენება. ასაკისა და შემოსავლის ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზაფხულში დაბადებულ მამაკაცებში დეპრესიის სიმპტომები უფრო ხშირად ფიქსირდებოდა, ვიდრე სხვა სეზონებში დაბადებულ კაცებში.
კვლევის ავტორის, მაიკლ მაკკონენის თქმით, შესაძლოა, ეს კავშირი ორსულობის პერიოდში გარემო ფაქტორების ზემოქმედებას უკავშირდებოდეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურამ, მზის შუქის რაოდენობამ, დედის კვებამ და ჰორმონულმა ცვლილებებმა შეიძლება ბავშვის მომავალ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს.
თუმცა მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა მხოლოდ კავშირს აჩვენებს და არ ადასტურებს, რომ ზაფხულში დაბადება პირდაპირ იწვევს დეპრესიის რისკის ზრდას. გარდა ამისა, მონაწილეთა დიდი ნაწილი სტუდენტი იყო, ამიტომ შედეგების დასადასტურებლად დამატებითი და უფრო მასშტაბური კვლევებია საჭირო.