უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
ახალი კადრები აჩვენებს, რომ ანტარქტიდის ტუეიტსის მყინვარი ზომაში ქვემოდანაც მცირდება, თანაც ისე, როგორც მეცნიერები სულ არ ელოდნენ - დნობა სწრაფად მიმდინარეობს მის ძირში არსებული ბზარებისა და ნაპრალების გასწვრივ.
მიუხედავად იმისა, რომ ყინულის დნობა უფრო ნელია, ვიდრე სხვა მონაკვეთებში იყო პროგნოზირებული, 130 კილომეტრის სიგანის მყინვარის სრულად გადნობის შემთხვევაში, ზღვის დონე მთელ პლანეტაზე 65 სანტიმეტრით აიწევს. სწორედ ამიტომ უწოდეს მას ზედმეტსახელად „აპოკალიფსის მყინვარი“.
ვიდეო, რომელსაც ხედავთ, რობოტულმა აპარატმა Icefin-მა ნაბურღ ხვრელში 600 მეტრის სიღრმეზე ჩაშვებისას გადაიღო. ეს ხვრელი ტუეიტსის მყინვარის დამიწების ხაზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს და ყინულში 2019 წელს გაბურღეს.