სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს

მოზარდები

12 წლის ასაკში საკუთარი სმარტფონის ქონამ მოზარდებში  კვებითი დარღვევების განვითარების რისკი, შესაძლოა, საგრძნობლად გაზარდოს.  ამ დასკვანამდე ამერიკელი მეცნიერები მასშტაბური კვლევის შემდეგ მივიდნენ, რომლის დროსაც 9000-მდე ბავშვის მონაცემები შეისწავლეს.

ახალ ნაშრომში  სპეციალისტებს ყურადღების გამახვილება იმ ასაკზე სურდათ, როდესაც არასრულწლოვნები ტელეფონის გამოყენებას  აქტიურად იწყებენ. მათი მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად მოქმედებდა ეს ყველაფერი მომავალში კვებითი დარღვევების განვითარებაზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც სმარტფონით ადრეული ასაკიდანვე სარგებლობდა, 14 წლისას კვებითი დარღვევების სულ მცირე ერთი სიმპტომი მაინც უვლინდებოდათ. ისინი სხეულის მასას პირდაპირ უკავშირებდნენ  იმას, თუ რამდენად ღირებულნი იყვნენ. შესაბამისად,  დაბალკალორიული საკვების მიღებითა თუ გადაჭარბებული ვარჯიშით  წონის გაკონტროლებას უფრო ხშირად ცდილობდნენ. იმ მოზარდებში კი, რომლებსაც 12 წლის ასაკში ტელეფონი არ ჰქონდათ, ეს მაჩვენებელი 16%-ით ნაკლები იყო. 

✕