1760126513
შალვა პაპუაშვილი: „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილების საფუძველი გაუგებარია, ხელისუფლება საკითხში გაერკვევა, იმედია, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება
„როსპოტრებნადზორმა“ გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის და არა ზოგადად ღვინის მიმართ აქვს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გაურკვევლია.
„გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის და არა ზოგადად ღვინის მიმართ არის მიღებული. ჩვენთვის გასაკვირი და გაურკვეველია ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ხელისუფლება საკითხში გაერკვევა, ვნახოთ. იმედია, შეიცვლება ეს გადაწყვეტილება. ინტერპრეტაციები, რომლებიც მოვისმინეთ სხვადსხვა აქტორის მხრიდან, ცალკე ინტერპრეტაციებია, მაგრამ ოფიციალური საფუძველი არ მოგვისმენია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „როსპოტრებნადზორმა“ ზოგიერთი სახეობის ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, ასევე „კოკა-კოლას“ იმპორტი და რეალიზაცია აკრძალა აკრძალა.











