1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საერთაშორისო მედიამ ოქტომებრში ახალი აღმოჩენის შესახებ დაწერა. CNN, Newyork Times, Independent და სხვა გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ნიდერლანდების მეცნიერთა ჯგუფმა ადამიანის ყელში ახალი, დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინა.
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა ეს შეუმჩნეველი დატოვეს.
მაგრამ სწორედ ამის სჯერა ნიდერლანდების მეცნიერთა ჯგუფს. მათ თქვეს, რომ აღმოაჩინეს ადრე შეუმჩნეველი ჯირკვლები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში იმალება, კერძოდ ცხვირის ღრუს და ყელის მიმდებარედ.
„წარმოიდგინეთ ჩვენი გაკვირვება, როდესაც ეს ვიპოვეთ“, – ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი ვოტერ ვოგელი.
სამედიცინო მკვლევარები პირველად შეხვდნენ სხეულის ამ ნაწილს – ჯირკვლებს, რომლებიც ულტრათანამედროვე სკანირებით სრულიად შემთხვევით, სიმსივნური წარმონაქმნების მოძებნის დროს აღმოაჩინეს.
ამის შემდეგ მეცნიერებმა იმავე სკანირებით მოახდინეს დამატებით 100 ადამიანის თავისა და კისრის დათვალიერება, გაკვეთეს ორი გვამი – ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. მათ ყველას ჰქონდათ ახლადაღმოჩენილი ჯირკვლების ნაკრები.
მომდევნო სამედიცინო დასკვნების გასაკეთებლად კვლევები გრძელდება.
ჯირკვლების ნახვა შეუძლებელია სამედიცინო გამოსახულების ჩვეულებრივი მეთოდებით, მაგალითად ისეთით, როგორიცაა ულტრაბგერითი, კომპიუტერული ტომოგრაფია ან MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
„უცნობი ორგანოს“ იდენტიფიკაცია მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც ექიმები გამოიყენეს მოწინავე და ახალი ტიპის სკანირება, რომელსაც PSMA PET / CT უწოდებენ და რომელიც, როგორც წესი, პროსტატის კიბოს დასადგენად გამოიყენება.