შექმნეს რობოტი ტორტი, რომელიც იჭმევა, ცეკვავს, ინთება და ვიტამინებით მდიდარია

შექმნეს რობოტი ტორტი

შვეიცარიის EPFL-ის ჭკვიანი სისტემების ლაბორატორიასა და იტალიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ე.წ. რობოტორტი შექმნეს.

როგორც სახელიდანაც ჩანს, ესაა ტორტი, რომლის სიროფის, ჟელატინისა და მინანქრის ქვეშაც რობოტიკის ტექნოლოგიაა ჩაშენებული, თუმცა ის მაინც იჭმევა. ამავდროულად, ეს გასაოცარი დესერტი ცეკვავს, ანათებს და საკვებად ვარგის ელემენტებზე მუშაობს. მის დასამზადებლად სპეციალისტებმა შეფ-მზარეულები და კვების ტექნოლოგები დაიხმარეს, თავად ტორტი კი ოსაკას ექსპო 2025-ზეა წარმოდგენილი.

მის ცენტრში ორი დათუნიაა — ტკბილი და რბილი, ბროწეულის არომატით. ისინი ჟელატინის, სიროფისა და საღებავებისგანაა შექმნილი. მათი თავები და ხელები შიდა პნევმატიკური სისტემების დახმარებით მოძრაობს, როცა იქიდან აირის ნაკადები სათანადო არხების გავლით გარეთ იტყორცნება.

ტორტში არსებული დატენვადი და საკვებად ვარგისი ელემენტები ვიტამინ B2-ისგან, კვერცეტინისგან, აქტიური ნახშირბადისგან და შავი შოკოლადისგანაა დამზადებული. ასეთი ინგრედიენტების გამო მისი ჭამა სრულიად უსაფრთხოა, თანაც საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ტორტზე დამაგრებული LED სანთლები აანთოს.

შესაძლოა, ამგვარი ელემენტები უფრო დიდი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს, როგორიც ელექტრონული ნარჩენებია. მათი წონა ყოველწლიურად 40 მილიონ ტონას აღწევს. ასეთი სენსორები, რობოტი სისტემები და სხვა მოწყობილობები ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შექმნას და არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი, არამედ გემრიელიც იყოს. ასევე, მსგავსი რობოტებით საშუალება მოგვეცემა, რომ საკვები კატასტროფის ადგილებში მყოფ მოსახლეობამდე მივიტანოთ, გართულებული ყლაპვის მქონე პაციენტებს საჭირო ნივთიერებები მივაწოდოთ და ა.შ

წყარო