1765569542
რატომ უკნავიან კატები უფრო ხშირად კაცებს, ვიდრე ქალებს - ახალი კვლევა
თურქეთის ანკარას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კატები კაცებს უფრო მეტად უკნავიან, ვიდრე ქალებს.
მეცნიერებმა კვლევის მონაწილეებს დაავალეს, რომ სახლში დაბრუნებისას მაქსიმალურად ჩვეულებრივად მოქცეულიყვნენ და მათი შინაური ცხოველების ქცევა გადაეღოთ.
კარის გაღებიდან ასი წამის განმავლობაში კატები მამრობითი სქესის პატრონების მიმართ სხვადასხვა ხმას (კრუტუნი, კნავილი) 4.3-ჯერ გამოსცემდნენ. ქალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1.8-ს შეადგენდა.
მკვლევრებმა საერთო ჯამში 22 სხვადასხვა ქცევის ტიპი შეისწავლეს, მათ შორის მთქნარება (ხშირად კატის სტრესის ნიშანი) და საკვებთან დაკავშირებული აქტივობები. ყველა ამ ქცევას შორის ვოკალიზაცია იყო ერთადერთი, რომელიც პატრონის სქესის მიხედვით იცვლებოდა.
კვლევა მცირემასშტაბიანია, რადგან მასში მონაწილეობა კატის ბევრ პატრონს არ მიუღია. ამის მიუხედავად, ნაშრომში შინაური ცხოველების ვიდეოჩანაწერებია გამოყენებული, რაც მას ზოგიერთ კვლევასთან შედარებით უპირატესობას აძლევს.











