პირველად მედიცინაში! ექიმებმა ბავშვის გულის დეფექტი ინექციური ღეროვანი უჯრედებით განკურნეს

ექიმები

ბრიტანეთის ჯანმრთელობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პირველად ექიმებმა  ღეროვანი უჯრედების ინექციის ოპერაცია გააკეთეს. პაციენტი, პატარა ფინლი, ორი წლის წინ გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა. ფინლი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მიიღო ღეროვანი უჯრედების ინექცია ოპერაციის შემდეგ, პროფესორ მასიმო კაპუტოსა და მისი გუნდის წყალობით, ბრისტოლის უნივერსიტეტიდან. ახლა, პროფესორი კაპუტო და მისი გუნდი მუშაობენ იმისთვის, რომ დაეხმარონ უფრო მეტ ბავშვს, რომლებსაც აქვთ იგივე მდგომარეობა, ნათქვამია განცხადებაში. 

ფინლის დაბადებიდან ოთხი დღის შემდეგ გაუკეთდა ღია გულის ოპერაცია, რათა არტერიები გადაეყენებინათ იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. 12-საათიანი პროცედურის შემდეგ მოხდა გართულებები და ფინლის გულის ფუნქციის გაუარესების გამო, მას დასჭირდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ზრუნვის გაგრძელება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ მკურნალობის შემდეგ, პროფესორმა კაპუტომ ფინლის მშობლებს სხვა არჩევანი მისცა: ღეროვანი უჯრედების ინექცია, რომელიც პირდაპირ გულში გაკეთდებოდა.

პროფესორი კაპუტო 2003 წლიდან ახორციელებს ბევრ კვლევით პროექტს და კლინიკურ კვლევებს გულის უკეთესი ოპერაციისთვის. პროფესორ კაპუტოს მუშაობა მოიცავს ჩვილების გულის „შეკეთებას“, რომლებსაც დაბადებისას საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებათ.

„ჩვენ ასევე ჩავატარეთ კვლევა „ლურჯ ბავშვებზე“ [რომლებსაც აწუხებთ ჟანგბადის დაბალი დონე] გულის ოპერაციის დროს და აღმოვაჩინეთ, რომ ამ ტიპის ქირურგიის დროს მათთვის ჟანგბადის მაღალი დონის მიცემამ შეიძლება, რეალურად დააზიანოს გული და ტვინი“, - თქვა პროფესორმა კაპუტომ.