პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი კვლევის თანახმად, პატრონისგან ნათქვამი „მიყვარხარ" ძაღლის გულისცემას 46%-ით აჩქარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Canine Cottages-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, 4 ძაღლის გულისცემას, ერთი კვირის განმავლობაში, აკვირდებოდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ცხოველების საშუალო პულსი 67 bpm (დარტყმა წუთში) იყო. მაგრამ როცა ძაღლებს მათი პატრონები ეუბნებოდნენ სიტყვებს, „მე შენ მიყვარხარ", მათი გულისცემა მთელი 46%-ით იზრდებოდა და 98 bpm-ამდე ადიოდა.
კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ ძაღლებს გულისცემას უმშვიდებს მოფერება: როცა პატრონები მათ ეფერებოდნენ, პულსმა, საშუალოდ, 23%-ით დაიწია.
მკვლევრებმა პატრონების გულისცემაც გაზომეს და ნახეს, რომ მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ ძაღლებს მცირეხნიანი განშორების შემდეგ ხედავდნენ, მათი პულსი საშუალოდ 10%-ით იმატებდა.
„საოცარია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ უხშირდება გულისცემა ძაღლს მაშინ, როცა ეუბნები, რომ გიყვარს ის. ხოლო მოფერებისას მათი პულსი ეცემა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი კმაყოფილები არიან",- ამბობს კვლევის თანაავტორი, შენონ კეარი.