ნამიბიაში სოკოსგან სახლების აშენებას გეგმავენ

ნამიბია

ნამიბიაში აპირებენ, რომ საცხოვრებელი სახლების უკმარისობის პრობლემა შენობების სოკოსგან აშენებით გადაწყვიტონ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობა 2,7 მილიონს შეადგენს და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სულ მცირე ნახევარი მილიონი ახალი სახლია საჭირო. 2016 წლის მონაცემებით, ოჯახების 90%-ის თვიური შემოსავალი 144 დოლარს შეადგენს, ამიტომ ისინი სახლებს ვერ ყიდულობენ.

ამ კრიზისის გამო, ყოველი მეხუთე ნამიბიელი დროებით, თვითნაკეთ სახლებში ცხოვრობს, რომლებსაც ნარჩენებისა და თუთიის ფურცლებისგან აშენებენ. ამიტომ, მკვლევართა ჯგუფი MycoHab გამოვიდა ინიციატივით, სახლები სოკოსგან აშენდეს.

კერძოდ, ისინი აპირებენ კალმახა სოკოს გაზრდას, შემდეგ მას დაპრესავენ ფილებად, რომლებისგანაც სახლების აშენება იქნება შესაძლებელი. MycoHab-ში აღნიშნავენ, რომ ასეთი ფილები სტანდარტულ აგურებზე უფრო მძიმეა, მაგრამ მათგან სახლები უფრო სწრაფად აშენდება, რაც მშენებლობის ხარჯებს შეამცირებს. ამასთან, ასეთი სახლები ცეცხლგამძლეც იქნება, კალმახა სოკოს დიდი რაოდენობით მოყვანა კი ეკოლოგიის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.