მეცნიერებმა „კოსმოსური ტორნადოს“ საუკეთესო გამოსახულება მიიღეს, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავ ხვრელთან დააფიქსირეს

კოსმოსური ტორნადო

მეცნიერების აზრით, „კოსმოსურმა ტორნადომ“ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გალაქტიკაში ორგანული მოლეკულების გავრცელებაში. „კოსმოსური ტორნადო“ ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის ახლოს ტრიალებს.

ახალი დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა უპრეცედენტო დეტალები აღმოაჩინეს. მიღებული გამოსახულება ასჯერ უფრო მკაფიოა, ვიდრე აქამდე მიღებული გამოსახულებები.

„კოსმოსურ ტორნადოზე“ საუბრისას, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს აირის ნაკადებია, რომლებიც სწრაფად იფანტებიან, შედეგად გამოფრქვეული მასალა გარემოში ეფექტურად ნაწილდება.

კვლევამ აჩვენა, რომ სილიციუმის გარდა „კოსმოსური ტორნადო“ ასევე ისეთ რთულ ორგანულ მოლეკულებს ავრცელებს, როგორებიცაა: მეთანოლი, მეთილციანიდი და ციანოაცეტილენი.