მეცნიერებმა გულის შეტევისა და ინსულტის რისკის ახალი მარკერი აღმოაჩინეს

გულის შეტევა

რაც უფრო დიდხანს ცოცხლობს ადამიანი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, მით უფრო მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების რისკი, აცხადებენ კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერები. ერითროციტების, ანუ სისხლის წითელი უჯრედების ცვლილებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Diabetes.

ცნობილია, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აქვთ გულის შეტევისა და ინსულტის მომატებული რისკი და ეს რისკი იზრდება ავადმყოფობის ყოველი წლის განმავლობაში. მეცნიერებმა ადრე აჩვენეს, რომ ერითროციტებს - სისხლის წითელ უჯრედებს - შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლძარღვთა ფუნქციონირებაზე დიაბეტის დროს. ახლა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაავადების ხანგრძლივობა გადამწყვეტია.

კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს როგორც ცხოველური მოდელები, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები. მათ აღმოაჩინეს, რომ ხანგრძლივი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსა და თაგვებში ერიტროციტები იწყებენ სისხლძარღვების ფუნქციის პირდაპირ დაზიანებას. ეს ეფექტი ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა. თუმცა, შვიდი წლის დაკვირვების შემდეგ, მათმა სისხლის წითელმა უჯრედებმა (ერითროციტებმა) იგივე მავნე თვისებები შეიძინეს.

დამატებითმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ერითროციტებში მიკროRNA-210 დონის აღდგენამ გამოიწვია სისხლძარღვთა ფუნქციის გაუმჯობესება.

ეს მიუთითებს შესაძლო მექანიზმზე, რომელიც აკავშირებს ხანგრძლივ დიაბეტს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვიტარების რისკის ზრდასთან.
„ჩვენს კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საყურადღებოა არა მხოლოდ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის არსებობა, არამედ ის, თუ რამდენ ხანს ცხოვრობს ადამიანი ამ დაავადებით. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იწყებენ ერითროციტები სისხლძარღვებზე დამაზიანებელი ეფექტის მოხდენას“, - განმარტა კვლევის ხელმძღვანელმა და კაროლინსკას ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა რიჩაო ჟოუმ. განაგრძეთ კითხვა...