პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო კვლევების მიხედვით, მამაკაცებში სპერმის ხარისხმა გასულ წლებთან შედარებით 51%-ით დაიკლო.
როგორც ერთ-ერთ სამეცნიერო სტატიაში ვკითხულობთ, მეტა-ანალიზში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გლობალური სპერმის საშუალო რაოდენობა 1973-დან 2018 წლამდე დაეცა 51,6%-ით.
უფრო კონკრეტულად კი, გლობალურად, სპერმის რაოდენობა 1973 წელს 104 მილიონი მლ-დან 2018 წელს 49 მილიონამდე შემცირდა.
მკვლევრებმა დაათვალიერეს ორი განსხვავებული გეოგრაფიული რეგიონი. პირველი რეგიონი მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას. ამ გეოგრაფიულ რეგიონს მოიხსენიებდნენ როგორც NEA. მათ ასევე დაათვალიერეს სამხრეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, აზია და აფრიკა, რომლებიც მოხსენიებულია როგორც SAA.