ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
Samsung Electronics-მა დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზის ჩაშვება ოფიციალურად გამოაცხადა. ახალი კოლექცია მოიცავს როგორც პრემიუმ მოდელებს (Micro RGB, OLED და Neo QLED), ისე მეინსტრიმ კატეგორიის, Mini LED და UHD ტელევიზორებს.
უკვე ზედიზედ მე-20 წელია, რაც Samsung ინარჩუნებს მსოფლიოში №1 ტელევიზორების ბრენდის პოზიციას და ახალი სტრატეგიის მიხედვით, AI ფუნქციებს კიდევ უფრო მეტ მოდელში აინტეგრირებს.
Vision AI Companion: სმარტ ტექნოლოგიები და რეალობის შთამბეჭდავი ეფექტი
Vision AI Companion (VAC) ერთ სივრცეში აერთიანებს Samsung-ის AI სერვისების პლატფორმებს: მათ შორის Bixby-ს, Perplexity-სა და Microsoft Copilot-ს, რომლებიც კონტენტის მოძიებასა და ტელევიზორთან ინტერაქციას უფრო მარტივსა და პერსონალიზებულს ხდის.
2026 წლის სერიის ფარგლებში, Vision AI Companion (VAC) ხელმისაწვდომი იქნება 4K და უფრო მაღალი რეზოლუციის მქონე ყველა ტელევიზორში.
გარდა ამისა, ახალი AI ფუნქციები ცვლის კინოსა და სპორტის ყურების პროცესს, ასევე სულ სხვა საფეხურზე აჰყავს გეიმინგის გამოცდილება:
● AI Upscaling Pro & Color Booster Pro: AI Upscaling Pro რეალურ დროში აანალიზებს და აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს მეტი დეტალიზაციის, სიღრმისა და კონტრასტისთვის, ხოლო Color Booster Pro ახდენს სცენების კატეგორიზაციას უფრო ცოცხალი ფერებისთვის.
● AI Football Mode: რეალურ დროში აანალიზებს მატჩის სცენებს, რათა ბურთის მოძრაობა გახდეს უფრო გლუვი, ფერები მკვეთრი, ხოლო სტადიონის ხმები უფრო რეალისტური.
● AI Sound Controller Pro: რეალურ დროში აანალიზებს დიალოგებს, ფონურ მუსიკასა და ხმოვან ეფექტებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სურვილის მიხედვით დაარეგულიროს ისეთი ელემენტები, როგორიცაა კომენტატორის ხმა და ტრიბუნების ხმაური, უფრო სრულყოფილი გამოცდილებისთვის.
Micro RGB: პრემიუმ გამოსახულების მომავალი უკვე აქ არის
Micro RGB ტექნოლოგიას Vision AI Companion (VAC) და სხვა AI-ოპტიმიზებული ფუნქციები Samsung-ის პრემიუმ კლასის, დიდეკრანიან მოდელებშიც შემოაქვს.
ტექნოლოგია Micro RGB AI Engine Pro რეალურ დროში აუმჯობესებს ფერებს, მოძრაობასა და კადრის სიღრმეს. ხოლო Micro RGB Precision Color 100 უზრუნველყოფს ფერების 100%-იან დაფარვას BT.2020 სტანდარტით, რის შედეგადაც, ფერები უფრო სავსე და რეალისტურია.
აღსანიშნავია, რომ R95H მოდელმა გერმანული VDE ინსტიტუტისგან Safety for Eyes და Circadian Rhythm Display (CRD) სერტიფიკატები მიიღო. ტელევიზორი მკაცრად აკონტროლებს ლურჯ ნათებას, რაც მაქსიმალურად იცავს მხედველობას გადაღლისგან და დღე-ღამის მიხედვით ავტომატურად არეგულირებს გამოსახულებას, რათა ყურების შემდეგ ძილის რეჟიმი არ დაგერღვეთ.
OLED: მეტი არჩევანი ნებისმიერი გემოვნებისთვის
Samsung-ის 2026 წლის OLED ხაზი მოიცავს S99H, S95H, S90H და S85H მოდელებს. არეკვლის საწინააღმდეგო ტექნოლოგია ახლა უკვე ხელმისაწვდომია S99H, S95H და S90H მოდელებზეც, რაც უზრუნველყოფს ნამდვილ შავსა და მდიდარ ფერებს ნათელ ოთახებშიც კი. ფლაგმანი მოდელის მთავარი განახლებებია:
● Art Store და Pantone Validated ArtfulColor: ხელოვნების ნიმუშების ციფრული პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია OLED ტელევიზორზეც, ხოლო Pantone-ის მიერ აღიარებული ფერების გადაცემა გარანტიას გაძლევს, რომ ნახატები ზუსტად ორიგინალის მსგავსი ფერებით გამოისახება.
● FloatLayer Design: ეკრანს უფრო მსუბუქ ვიზუალს სძენს, რითაც ბუნებრივად ერწყმის სახლის ინტერიერს.
● AI Football Mode Pro: ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, S99H, S95H და S90H მოდელებზე ხელმისაწვდომი AI Football Mode Pro, ხოლო S85H მოდელზე, სტანდარტული AI Football Mode, რეალურ დროში ახდენს გამოსახულების და ხმის ოპტიმიზაციას სახლში მატჩის ყურების უფრო შთამბეჭდავი გამოცდილებისთვის.
The Frame: ხელოვნებისა და ტექნოლოგიის სრულყოფილი სინთეზი
The Frame-ის ხაზი მომხმარებელს სთავაზობს Art Mode-ს 5000-ზე მეტ შერჩეულ ნამუშევარზე წვდომითა და VAC-ის პერსონალიზაციით. ხაზი მოიცავს სამ მოდელს:
● The Frame Pro (LS03HW მოდელი): გამოირჩევა Neo QLED გამოსახულების ხარისხით, თხელი (24.9 მმ) დიზაინით, Pantone Validated ArtfulColor, არეკვლის საწინააღმდეგო ტექნოლოგიებით და უსადენო Wireless One Connect სისტემით.
● The Frame (LS03HA მოდელი): აერთიანებს QLED გამოსახულების ხარისხს, სტანდარტულ One Connect ბლოკსა და თითქმის უხილავ კაბელს.
● The Frame (43” LS03HE მოდელი): სპეციალური ჩასაშენებელი დიზაინით, მარტივად აგვარებს შიდა გაყვანილობის პრობლემას, კედელთან სრულიად შერწყმული იერსახისთვის.
Neo QLED: გაუმჯობესებული გამოსახულება და მეტი კავშირი
Samsung-ის Neo QLED ხაზი წარმოდგენილია QN80H (50-დან 100 ინჩამდე) და QN70H (43-დან 85 ინჩამდე) მოდელებით. გერმანული ორგანიზაციის TÜV Rheinland-ის მიერ სერტიფიცირებული Real QLED ტელევიზორი იყენებს ლურჯ განათებას და კვანტური წერტილების ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს ფერების სტაბილურობასა და ფერთა 100%-იან მოცულობას.
ტელევიზორებში ჩაშენებული Vision AI Companion კი ყურების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის - იგი ეკრანზე საჭირო ინფორმაციას ისე გამოაჩენს, რომ კონტენტის ყურების შეწყვეტა არ გიწევს.
მოდელებს ასევე აქვთ 4K Upscaling ფუნქცია, ხოლო შერჩეულ მოდელებზე ხელმისაწვდომია 144Hz-მდე გეიმინგ განახლების სიხშირე. ამ ყველაფრის ცენტრში კი NQ4 AI პროცესორია, რომელიც გამოსახულებასა და ხმას ნებისმიერი შინაარსის კონტენტისთვის ავტომატურად აოპტიმიზებს.
Mini LED: ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად
Samsung Mini LED ტექნოლოგია უფრო მეტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის სინათლის ზუსტ კონტროლს, ფერების სუფთა სპექტრსა და მკაფიო კონტრასტს.
● M80H სერია (85, 75, 65 და 55 ინჩი): აერთიანებს Motion Xcelerator 144Hz-ს, NQ4 AI Gen2 პროცესორს გამოსახულების ოპტიმიზაციისთვის და AI Sound Controller-ს დიალოგების მკაფიო ჟღერადობისა და ხმოვანი ეფექტების რეალურ დროში დაბალანსებისთვის.
● M70H სერია (85, 75, 65, 55, 50 და 43 ინჩი): ფოკუსირებულია ყოველდღიური გამოსახულების ხარისხზე და მოიცავს: Mini LED HDR-ს უფრო დინამიური კადრებისთვის, Mini LED Processor 4K-ს გამოსახულების ყოველდღიური ოპტიმიზაციისთვის, Motion Xcelerator-ს სწრაფი სცენების გლუვი მოძრაობისთვის და Adaptive Sound ტექნოლოგიას უფრო სუფთა, დაბალანსებული ხმისთვის.
Samsung-ის 2026 წლის სრული ხაზი ითვალისწინებს სხვადასხვა ინტერესისა და ცხოვრების სტილის ადამიანების საჭიროებებს. ინტეგრირებული Vision AI Companion (VAC) და მოწინავე AI ფუნქციები კი ნებისმიერი კონტენტის ყურებას, სპორტის გულშემატკივრობასა თუ გეიმინგს უფრო შთამბეჭდავ გამოცდილებად აქცევს.