ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს იშვიათი ფენომენი, რომლის დროსაც ადამიანები ალკოჰოლის მიღების გარეშეც თვრებიან. ამ მდგომარეობას ავტოლუდსახარშის სინდრომი (ABS) ეწოდება.
ABS მაშინ ვითარდება, როცა ნაწლავური მიკრობები ნახშირწყლებს შლიან და ეთანოლად (ალკოჰოლად) გარდაქმნიან, რომელიც შემდეგ სისხლის მიმოქცევის გზებში ხვდება. საჭმლის მონელების დროს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ნებისმიერ ადამიანში წარმოიქმნება, ABS-ის მქონე ხალხში კი ეთანოლის დონე იმდენად იწევს, რომ ინტოქსიკაცია შესამჩნევი ხდება.
კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებმა აღნიშნული დიაგნოზის მქონე 22 ადამიანი და მათი 21 ოჯახის წევრი შეისწავლეს. პარალელურად, არსებობს საკონტროლო ჯგუფი, რომელიც 22 ჯანმრთელ ადამიანს მოიცავდა. მკვლევართა გუნდმა სამივე ჯგუფის ნაწლავური მიკრობები შეისწავლა. პირველი ჯგუფის ფეკალურ მასაში უფრო მეტი ეთანოლი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ჯგუფებში. მეცნიერებს ამის გამო იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს ABS-ის დიაგნოზს განავლის ნიმუშებითაც დავსვამთ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, მათი ნაშრომი პოტენციალს ქმნის, რომ დიაგნოსტირება და მკურნალობა უფრო მარტივად შევძლოთ.