iPhone, iPad, iPod – სიმართლე, რომელიც ასო „i“ შესახებ აქამდე არ იცოდით

ჯობსი

Apple-ის ბევრ მომხმარებელს ალბათ არასდროს უფიქრია რას ნიშნავს პატარა ასო „i“ მათი მოწყობილობების სახელებში, როგორიცაა iPhone, iPad და iPod.

მომხმარებლებისთვის ეს ასო ბევრ ვარაუდთან იყო დაკავშირებული. ზოგისთვის ეს იყო „intelligent“  ან „indispensable“, ზოგი კი თვლიდა, რომ ასო  „I“ „ჩემს“ ნიშნავდა. სინამდვილეში კი მნიშვნელობა ბევრად მარტივია, წერს SuperCarBlondie.

Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი 1998 წელს განმარტავდა, რომ ცნობილი ასო „i“ არ იყო უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი, არამედ ზუსტად მიუთითებდა იმაზე, რაც Apple-ის ტექნიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში - ინტერნეტზე წვდომა. სწორედ ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა იყო მთავარი იდეა iMac-ის შექმნის დროს, პირველ კომპიუტერზე, რომელშიც გამოჩნდა „i“ პრეფიქსი. მოგვიანებით იგივე ასო გამოიყენეს iPhone, iPod და iPad-ის სახელებში.

პირველი iPhone სტივ ჯობსმა წარადგინა 2007 წლის იანვარში და ის მთლიანად ასახავდა ამ ფილოსოფიას: მოწყობილობა აერთიანებდა ტელეფონის, მუსიკალური პლეერისა და ინტერნეტ-ტერმინალის ფუნქციებს.