იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს
1745096287
ბიბლიის მიხედვით, იესომ ჯვარცმამდე საიდუმლო ვახშამი გამართა თავის მოციქულებთან ერთად. ამიტომაც, ბევრი ქრისტიანი ამ ადგილს წმინდად თვლის და მის მოსანახულებლად დიდ დისტანციებს გადის.
Liber Annuus-ში გამოქვეყნებული კვლევა იუწყება, რომ საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა, ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა ულტრაიისფერი და ინფრაწითელი ფილტრები და მრავალსპექტრული ფოტოგრაფია, გაშიფრა ოთახის კედლებზე ამოტვიფრული რამდენიმე ათეული უძველესი წარწერა. მკვლევრები ამბობენ, რომ მათ დამაინტრიგებელი შუქი მოჰფინეს შუა საუკუნეების პილიგრიმების ვინაობას.
„ერთად აღებული წარწერები იძლევა უნიკალურ ხედვას მომლოცველთა გეოგრაფიული წარმომავლობის შესახებ“, - თქვა ილია ბერკოვიჩმა, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსმა და ახალი ნაშრომის თანაავტორმა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ სომხურ ენაზე ერთ-ერთი წარწერა სირიის ქალაქ ალეპოს ეხება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წარწერა ქრისტიანმა ქალმა დატოვა.
გრავიურებზე ასევე არის ევროპელი მომლოცველების მრავალი კვალი, მათ შორის ავტოგრაფი, რომელიც თარიღდება 1400-იანი წლებით. მეცნიერთა აზრით, ის დატოვა გერმანელმა მომლოცველმა იოჰანეს პოლონერმა, რომელმაც მოგვიანებით დაწერა დეტალური ამბავი იერუსალიმში მოგზაურობის შესახებ.
ზედა ოთახის კედელზე გამოსახული XV საუკუნის ჰერალდიკური გერბი ეკუთვნის დიდგვაროვან ოჯახს შტირიიდან, ავსტრიის შტატიდან, ხოლო მეორე გერბი ეკუთვნოდა მე-15 საუკუნის შვეიცარიელ რაინდს, ადრიან I ფონ ბუბენბერგს.
მკვლევრებმა თქვეს, რომ ზოგიერთი წარწერის გარჩევა რთული იყო. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები.
მეცნიერებმა განმარტეს, რომ წმინდა შენობების კედლებზე ასეთი „გრაფიტები“ ჩვენს დროში ვანდალიზმად ჩაითვლება. თუმცა, მე-13 საუკუნის ბოლოს ეს იყო ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა.