1789675932
Facebook-ს ახალი ფუნქციები დაემატა - რა იცვლება მომხმარებლებისთვის
Meta-მ Facebook-ის მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობები დააანონსა.
კომპანიამ 15 სექტემბერს ახალი გამოწერის სისტემა Meta One-ს გაუშვა, რომელიც Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Meta AI-ის დამატებით ფუნქციებს აერთიანებს.
Meta-ს ინფორმაციით, ახალ სისტემაში უკვე 50-ზე მეტი ფუნქციაა გათვალისწინებული და ის ეტაპობრივად სხვადასხვა ქვეყანაში ინერგება.
Facebook-ის ფასიან შესაძლებლობებს შორის შედის Messenger-ის პერსონალიზაციის დამატებითი ვარიანტები, Reels-ის უფრო დეტალური სტატისტიკა და ახალი რეაქციები, მათ შორის „Super Heart“. ასევე, Meta One-ის გაფართოებული პაკეტები მომხმარებლებს Meta AI-ის უფრო ინტენსიურად გამოყენებისა და ფოტოების შექმნა-რედაქტირების დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის განცხადებით, Facebook-ისა და სხვა აპების ძირითადი ფუნქციები კვლავ უფასო დარჩება ფასიანი გამოწერა დამატებით, უფრო სპეციალიზებულ შესაძლებლობებსა და AI-ის გაფართოებულ გამოყენებაზეა გათვლილი. კონკრეტული ფუნქციები და ფასები შესაძლოა ქვეყნის, აპლიკაციისა და ანგარიშის ტიპის მიხედვით განსხვავდებოდეს.
Meta One-ის ამოქმედება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამიტომ ახალი ფუნქციები ყველა მომხმარებლის ანგარიშზე ერთდროულად შესაძლოა არ გამოჩნდეს.












