ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1753613264
OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ჩატბოტ ChatGPT-ს გადაწყვეტილებების მიღებისას - წერს Business Insider-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ამ კვირაში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ორგანიზებულ საბანკო კონფერენციაზე გამოსვლისას ალტმანმა შეშფოთება გამოთქვა იმ ტენდენციის გამო, რომელსაც ის აღწერს, როგორც "ემოციური დამოკიდებულების გადაჭარბებულ ფორმას" ChatGPT-ზე. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში.
„ადამიანები ზედმეტად ეყრდნობიან ChatGPT-ს. არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ: "ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ ჩემს ცხოვრებაში, თუ ყველაფერს არ მოვუყვები ChatGPT-ს. მას ესმის ჩემი, იცნობს ჩემს მეგობრებს, გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვის." ეს სულაც არ მომწონს,“ — განაცხადა ალტმანმა.