საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში უკრაინის ნაკრები 45:28 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

ფარიკაობა

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი წარმატებულად დაიწყო. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ტურნირის მეთექვსმეტედ ფინალში უკრაინის ნაკრები 45-28 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბექა ბაზაძე, სანდრო ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და გიორგი ურუშაძე ასპარეზობდნენ. ქართველი მოფარიკავეების მომდევნო მეტოქე ხვალ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი უნგრეთი იქნება.