1770743848
ChatGPT-ში რეკლამის ტესტირება დაიწყო
OPEN AI-მ აშშ-ში ჩატ-ბოტ ChatGPT-ში რეკლამის ტესტირება დაიწყო.
დეველოპერი კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, რეკლამა გამოუჩნდებათ სრულწლოვან მომხმარებლებს Free და Go პაკეტებით; ტესტირება არ ეხება Pro, Business და Enterprise გამომწერებს.
მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ რეკლამის ნახვა, შეუძლიათ შეცვალონ სააბონენტო გეგმა ან გამორთონ რეკლამა უფასო ვერსიაში, თუმცა ამ შემთხვევაში ჩატ-ბოტში დღიური შეტყობინებების რაოდენობა შეუმცირდებათ.
„რეკლამა არანაირ გავლენას არ ახდენს იმ პასუხებზე, რომლებსაც ChatGPT-სგან იღებთ. რეკლამის განმთავსებლებს არ აქვთ წვდომა თქვენს ჩატებზე, საუბრების ისტორიაზე, შენახულ მონაცემებზე ან პირად ინფორმაციაზე. რეკლამის განმთავსებლები ხედავენ მხოლოდ რეკლამის ეფექტიანობის ზოგად მაჩვენებლებს, როგორიცაა ნახვების ან დაწკაპუნებების რაოდენობა“, - განაცხადეს OpenAI-ში.










