ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო, ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე კანადაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული  ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში მომხდარი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.