შალვა პაპუაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და მაღალი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა.

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო ურთიერთობები და თანამშრომლობა ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის მიმართულებით.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. ხაზი გაესვა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობასა და დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის.