ბრიტნი სპირსმა თავის მუსიკაზე უფლებები $200 მილიონად გაყიდა

ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსმა მთელი თავისი მუსიკალური კატალოგი დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემლობა Primary Wave-ს მიჰყიდა.

BBC-ს ცნობით, გარიგება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს, 30 დეკემბერს გაფორმდა.

მანამდე გამომცემლობა Primary Wave-მა შეიძინა უფლებები რეპერ Notorious B.I.G.-ის, ასევე მომღერალ პრინცისა და უიტნი ჰიუსტონის მემკვიდრეობაზე.

Primary Wave-ისა და სპირსის წარმომადგენლებს გარიგებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სპირსი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელია: მსოფლიო მასშტაბით მისი ჩანაწერების 150 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. მისი კატალოგი 9 სტუდიურ ალბომს მოიცავს. 2024 წლის იანვარში მომღერალმა განაცხადა, რომ „მუსიკალურ ინდუსტრიას არასოდეს დაუბრუნდება“. მისი ბოლო სიმღერა ელტონ ჯონთან ერთად ჩაწერილი დუეტი გახდა, რომელიც 2022 წელს გამოვიდა.