1745604507
Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს

კომპანია Apple-ი iPhone-ის თითქმის ორ მილიარდ მომხმარებელს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ წაშალონ სხვა ტექნოლოგიური გიგანტის აპლიკაცია. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლების ციფრულ კონფიდენციალურობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კომპანიის სახელის ხსენების გარეშე, Apple, როგორც ჩანს, მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, გააუქმონ Google-ის Chrome-ის ინტერნეტ ბრაუზერი. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია YouTube-ზე გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, Google-მა სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკან მიაქვს დაპირება და Chrome-იდან cookie-ის სათვალთვალო ფაილებს არ წაშლის.
ეს ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტებს და რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს თვალყური ადევნონ Chrome-ის მომხმარებლების ვებ აქტივობას პერსონალიზებული რეკლამის მიწოდების მიზნით და შექმნან მრავალი მილიარდი დოლარის შემოსავლის ნაკადი Google-ისთვის.