ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
მომღერალი ხატია წერეთელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ციხიდან გათავისუფლდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
წერეთელი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაიცნო საინტერესო ადამიანები, დაინახა განსხვავებული სიყვარული და გარემო, სადაც ყველა ერთნაირი სტატუსითაა, ბევრად უფრო ლოიალური აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
„თქვენ, სანამ აქ ენას იფხანდით (ზოგიერთები), მე ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი გადავფურცლე: გავიცანი საინტერესო ადამიანები, დავინახე განსხვავებული სიყვარული. გარემო, სადაც ყველა ერთი სტატუსითაა, ბევრად უფრო ლოიალური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. იქ, სადაც შესაძლებლობები შეზღუდულია, ახალ თვისებებს იძენ. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო №5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, თქვენ ყველაზე რთულ დღეებში მჩუქნიდით სიყვარულს და თანადგომას.
ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ქალი, რომელიც ამ დაწესებულებას მართავს, არარეალურად კარგი პიროვნებაა: მაღალი მორალის, სამართლიანი, უსაზღვროდ კეთილი, მზრუნველი, ჰუმანური, კარგი მენეჯერი, ნიჭიერი, ხელოვნების მცოდნე და დამფასებელი. მადლობა, ქალბატონო ნესტან“, - წერს მომღერალი ხატია წერეთელი.