ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
ოპოზიციური პარტიების ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში, პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. 9 პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ყველა ლიდერი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირია, ცდილობს წარსულს გაემიჯნოს.
სწორედ ეს გახდა მორიგი მიზეზი, რის გამოც პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.
"ფედერალისტების" ლიდერი ცისკარიშვილს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები ჯერ არ გაერთიანებულან და უკვე იშლებიან.
"ჯერ არ გაერთიანებულან და უკვე იშლებიან. თუ ამბობენ, რომ ისინი გაერთიანდნენ, საერთო მიზანი აქვთ, საერთო სტრატეგია აქვთ და ერთმანეთთან შეათანხმებენ გადაწყვეტილებებს, მაშინ Facebook-ით რას განიხილავენ და ურჩევენ ერთმანეთს საქმეებს. ესეც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ რაც სცადეს, ჩვეულებრივი მცდელობაა იმისა, რომ მოსახლეობას თვალში ნაცარი შეაყარონ. დაშლა-აწყობაში გავიდა წლები და რეალურად, არც ერთი წამი მათ მოსახლეობისთვის არ უზრუნიათ და არ უფიქრიათ. მთელი ეს დაშლა-აწყობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო გარედან დაკვეთა, გარე ინტერესის მიხედვით აწყობა, ოღონდ ეს ყველაფერიც ხელოვნურად იყო", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.