„ყველაფერს ფასეულს გადაწყვიტეს გადაუარონ...“ - გიორგის და ანის დაპირისპირება გრძელდება?

გიორგი ნაზღაიძე

მეგობრებო, ბოდიში რომ ასე მოვიქეცი, უბრალოდ ჩემ ღირსებას და ნერვებსაც აქვს საზღვარი. ჩემთვის ყველაფერ ფასეულს გადაწყვიტეს გადაუარონ და გათელონ! ვებრძვი ყველას და ყველაფერს!“ -  ამის შესახებ „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის, შაბათს, პროექტის ლაივ შოუზე ერთმანეთს გიორგი და ანი მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ანიმ გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

„ბევრი ვიდეო ვნახე, რომ გიორგი ზურგს უკან ცუდ რაღაცებს ავრცელებს ჩემზე“ - ამბობს ანი.

რაზედაც გიორგიმ რეპლიკის სახით უპასუხა, რომ „ძირს უთხრიან“. სავარაუდოდ, სწორედ, ეს ეპიზოდი აქვს ახლაც მხეველობაში გიორგის.

 

ასევე ნახეთ - „ეს სამარცხვინო საქციელია“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“