თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი
1728936987
მიუხედავად იმისა, რომ სალომესა და ნიკოს წყვილი ვერ შედგა და დაიშალა, აუტსაიდერ მეგობარს სალომე ამხნევებს და ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ პროექტში დარჩეს. სალომე ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„მე და ნიკო ურთიერთობაში არ ვართ, მაგრამ მიუხედავად მომხდარი რაღაცებისა, მაინც მაქვს მასთან რაღაც ემოციური კავშირი და ალბათ იცით, რომ ძალიან კარგად ვიყავით თავიდანვე როცა პროექტში შემოვედი. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ახლა ნიკო აუტსაიდერია. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ნიკო პროექტში დარჩეს.
ნიკოს ყოფილი მეუღლე მოვიდა ერთ-ერთ კარაოკეში, სადაც ჩვენც ვიყავით. მივესალმე, მასთან დიალოგი არ მქონია, უბრალოდ იყო ჩვენთან ერთად. მე არ მქონია ინფორმაცია, რომ ეს გოგო იქ უნდა მოსულიყო.
მე რასაც ვფიქრობდი, ისევ იმ აზრზე ვრჩები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა, ნიკო მაინც დარჩეს პროექტში, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს.“ - გვითხრა სალომე უშხვანმა.