„ჩემი სახით ახალი მონაწილე შედის პროექტში“ - რას გეგმავს სალომე უშხვანი?

სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსში“ ნიკოსა და სალომეს წყვილი სკანდალური აღმოჩნდა. როგორც სალომე ამბობს, უამრავ სალანძღავ შეტყობინებას იღებს იმის შესახებ, რომ ცოლიან კაცთან აქვს ურთიერთობა და ოჯახს ანგრევს.

როგორც ნიკო ამბობს, მეუღლეს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. შვილმა კი სალომესთან მისი ურთიერთობა მძაფრად აღიქვა და სახლიდან გაიპარა. ამის გამო დისტანცირება გადაწყვიტეს...

სალომე ნიკოს ოთახიდან გადასვლას და ახალი გეგმით თამაშს იწყებს.

ჩემი სახით ახალი მონაწილე, ან მოთამაშე შედის პროექტში. დარწმუნებული ვარ, ბევრად კარგი პერსონაჟი ვიქნები, ვიდრე ვიყავი... იმიტომ, რომ ემოციურად ძალიან ვიყავი მიჯაჭვული ნიკოზე. ვფიქრობ, მარტო ბევრად უფრო შემიძლია საკუთარი თავის გამოვლინება. ლაივის შემდეგ ორივეს ემოციური ფონი გვაქვს...“ - ამბობს სალომე უშხვანი.