ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
რუსეთის ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება და შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა საერთო საცხოვრებელზე მიიტანეს სარაკეტო იერიში, რის შედეგადაც შენობა მთლიანად განადგურებულია.
„სარაკეტო დარტყმა… საერთო საცხოვრებელზე… შენობა მთლიანად განადგურებულია. ვადგენთ დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტ რაოდენობას. მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და რომელიც აჩვენებს აგრესორის უძლურებას. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, - წერს ზელენსკი.