VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მოსკოვი შეერთებული შტატებისგან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისთვის და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებისთვის ვიზების გაცემას მოითხოვს, რათა მათ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დასწრება შეძლონ.
როგორც რუსეთში აცხადებენ, შეერთებულ შტატებს ბოლო წლებში არაერთხელ შეუქმნია სირთულეები რუსეთისთვის სამუშაო ვიზებთან დაკავშირებით.
აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, საელჩომ უკვე მიმართა თეთრ სახლს და სახელმწიფო დეპარტამენტს მოთხოვნით, შეასრულონ ქვეყნის ვალდებულებები, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია გაეროს შტაბ-ბინა და დაუყოვნებლივ გასცენ ვიზები მინისტრისთვის და რუსეთის დელეგაციის ყველა წევრისთვის.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 13 სექტემბერს გაიხსნება.