„ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ, უფასოდაა“ - ნახეთ, რას სთავაზობს კახელი გლეხი ხალხს

ვაშლატამა

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხალხს  ვაშლატამას უფასოდ სთავაზობს. 

„მოკლედ ვაშლატამას ვერვყიდი ვერსად, არის სუფთა, არც დასეტყვილია, არც ფარიანა არაქვს და არც კალიის ნაჭამია. უბრალოდ წვრილია და მაგიტომ არიყიდება. ხოდა ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ, უფასოდაა. ეხლა არმითხრათ თუ პატივისცემა გინდა ბარემ შენ მოგვიტანეო. ვინც მიცნობთ იცით ადგილი სადაცმაქვს, ვინცარიცით მოდით და გამოგყვებით და მოკრიფედ რამდენიცგინდათ. 3 რიადია, 60 ძირი და ეხლა დაახლოებით ტონა-ნახევარი ასხია.

2 ან 3 დღეში თუ არ წაიღებთ  ხეზე დალპობა უწერია ამ ატამს (გურჯაანის რაიონი, სოფ: ვაზისუბანი) 592-61-51-22 ეს ჩემი ნომერია. ვიცი რომ ბევრს ენატრება ატამი და არაქვს, მე ვერმოგიტანთ, ვისაც სურვილიგაქვთ მოდით და წაიღეთ უფასოდ“ , - წერს გიორგი მეტრეველი სოციალურ ქსელში