,,სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხთ ყველა ჯოხს... მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის, რას ფიქრობს რუსეთზე" - სტეფანე

სტეფანე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში, ბათუმის მერის მოადგილის, სოფო ხალვაშის მხარდაჭერ პოსტს აქვეყნებს. 

"მაინცდამაინც სოფო ხალვაშზე ნუ გადატეხთ ყველა ჯოხს. ჩემი სოლო კონცერტის ორგანიზატორი იყო პირადად სოფო, რომელთანაც ერთად გავიარეთ პროგრამა წინასწარ და იცოდა, რა სიმღერასაც ვაპირებდი… სულ პუტინ ხ**ლო ვიძახე, რუსებით სავსე ერას მოედანზე და არავის არაფერი შეუმჩნევია. დღემდე ვმეგობრობთ და მისი აზრი ვიცი უკრაინის და უკრაინელების შესახებ, მათ შორის, რას ფიქრობს რუსეთზე… ვიცი ბევრი კომენტარი იქნება, წინასწარ ვამბობ, არ ვერთვები დისკუსიაში. უბრალოდ დავაფიქსირე ფაქტი," - წერს სტეფანე მღებრიშვილი.

პოსტის კომენტარებში ხალვაშის მხარდამჭერი კომენტარი დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმაც დაწერა:

"სოფოს მიერ მხარდაჭერილი ჩვენი ბათუმის ფესტივალიც წელს აგვისტოში მთლიანად უკრაინას ეძღვნებოდა და ომის თემაზეც აქტიურად ვსაუბრობდით სცენიდან, ასე რომ ძალიან მიკვირს და ვერ ვიჯერებ ამ ამბავს… და ვუერთდები შენს ბოლო წინადადებას: ვმეგობრობთ და ვიცი მისი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების და ოკუპანტი აგრესორი რუსეთის მიმართ!"

ცნობისთვის, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სოფო ხალვაში ხელს უშლიდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ბათუმში და კრძალავდა ომის ხსენებას ღონისძიებაზე. 

მოგვიანებით, მომღერალმა და ბათუმის მერის მოადგილემ, კრიტიკოსებს საგანგებო განცხადებით უპასუხა.