Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავზე კიევში ჩავიდა. მისი გზავნილია: უკრაინას შეუძლია და მოიგებს ამ ომს“, – აღნიშულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის გვერდზე.
ბორის ჯონსონის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა.
„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვხვდები ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს. ბორის, გმადლობთ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნისადმი უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის! უკრაინას გაუმართლა ასეთი მეგობარი რომ ჰყავს!“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონს თავისუფლების ორდენი გადასცა.
„დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონისთვის ორდენის გადაცემისას.
The Prime Minister has arrived in Kyiv on Ukraine’s 31st Independence Day.
— UK Prime Minister (@10DowningStreet) August 24, 2022
His message: Ukraine can and will win this war. pic.twitter.com/9DKZYs9QRe
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051
ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1777577588
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568