1728312638
„მგონი დადგა ის დღე!“ - რის შესახებ წერს ნუკი კოშკელიშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“. იგი საკუთარ გამომწერებს რჩევებს ხშირად უზიარებს და პირიქით, თავადაც ბევრ რჩევას იღებს.
ამჯერად ნუკი კოშკელიშვილი წერს, რომ ვარჯიშის დაწყებას აპირებს, თუმცა ძველი გამოცდილების მიხედვით 10 დღეზე მეტად არასდროს უვარჯიშია.
„მგონი დადგა ის დღე! არც კი მჯერა ამას რომ ვიძახი (დიდი ალბათობით ვიტყუები!) უნდა დავიწყო ვარჯიში. სურვილი მაქვს, ხალიჩა სავარჯიშო მაქვს, დრო მაქვს, მთავარია მართლა გავაკეთო რასაც ვიძახი და არ მივაგდო ერთი ვარჯიშის მერე..
ახლა ვფიქრობ რა ჯობია, პილატესი? იოგა? თუ ვარჯიში-ვარჯიში? ყურადღება! ასი ათასჯერ დამიწყია ვითომ ვარჯიში, ჯერჯერობით, 10 დღეზე დიდხანს არ გამიქაჩია“,- წერს ნუკი კოშკელიშვილი.